Russian English
ბრძოლა წესების გარეშე- ქართველი და რუსი მებრძოლების დაპირისპირება
სამშაბათი, 23 მაისი, 2017 - 17:55
მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ეგიდით  საქართველოში პროფესიონალური ბრძოლების ტურნირი ჩატარდება.
ბრძოლა წესების გარეშე "რვაკუთხედი" ახალ სპორტის სასახლეში 25 მაისს 20:00 საათზე  დაიწყება.
ტურნირში, მონაწილეობას 5 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ესენი არიან: უკრაინა, რუსეთი, დაღესტანი, აზერბაიჯანი და საქართველო.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში მათ შორის რამდენიმე საუკეთესო გამოვლინდება, რომლებიც ფულადი პრიზებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ტურნირის ბოლოს კი ქართველი მებრძოლი რუს მეტოქეს დაუპირისპირდება, რომელთა  შორის გამარჯვებული  მსოფლიო ქამრის მფლობელი გახდება.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.