Russian English
რისთვის იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან 1 570 000 ლარი
ხუთშაბათი, 25 მაისი, 2017 - 14:22
თბილისში, წყნეთის დასახლებაში კიდევ ერთი ახალი საბავშვო  ბაღის მშენებლობა დაიწყო. 
ახალ სააღმზრდელო დაწესებულებაში 10  ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს; დასაქმდება 65 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად წყნეთში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია.
თბილისში, ამ ეტაპზე, საერთო ჯამში 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან  ხუთი სექტემბერში გაიხსნება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებს.
წყნეთში ახალი ბაღის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 570 000 ლარი დაიხარჯება. 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.