Russian English
300 წიგნი საჩუქრად მეტროპოლიტენის მგზავრებს
ხუთშაბათი, 25 მაისი, 2017 - 13:20
თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება.  მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, ასევე მატარებლის მოსაცდელ ბაქანზე მგზავრებს საჩუქრად 6 სხვადასხვა გამომცემლობის 300 წიგნი გადაეცათ.
„ნეკერის“, „დიოგენეს“, „ინტელექტის“, „მერიდიანის“, „სეზანისა“ და „პალიტრა L”-ის  შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ამ პოემის შესახებ გამოცემული წიგნები მერიისა და გამომცემლობების წარმომადგენლებმა დაარიგეს. 
კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ. 
 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.