Russian English
ავჭალაში კანალიზაციის პრობლემა 245-მდე ოჯახს მოუგვარდება
კვირა, 28 მაისი, 2017 - 15:22
გლდანის რაიონში, ავჭალა1-ში, წყალარინების (კანალაზაციის) და სანიაღვრე  ქსელის    რეაბილიტაცია  რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს.  სანიაღვრე და კანალიზაციის ამორტიზებული სისტემა სრულად მოწესრიგდება 8 ქუჩაზე, მათ შორის,  გაბაშვილის, ღვალაძის,  ქუჯი ერისთავის და  საგუბაროს ქუჩებზე. რეაბილიტაციის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი 3093 გრძივ მეტრზე მოეწყობა. 
სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია   გლდანის რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის განხორციელების შედეგად კანალიზაციის პრობლემა 245 ოჯახს მოუგვარდება. 
„ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მუხიანის  კერძო დასახლებაში  კანალიზაციის სისტემა   წლების განმავლობაში  გაუმართავი და ამორტიზებული იყო.   მიმდინარე წლის ზაფხულში   250-მდე ოჯახს მოუგვარდება ეს პრობლემა.  ამის შემდეგ საგზაო სამუშაოები შესრულდება და საბოლოოდ, კიდევ ერთ მოწესრიგებულ უბანს მივიღებთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.