Russian English
ERASMUS+-ის პროგრამებში საქართველო მე-8 ადგილზეა
ხუთშაბათი, 25 მაისი, 2017 - 11:26
წელს Erasmus+ -ის პროგრამა 30 წლის ხდება. პროგრამა 1987 წელს დაიწყო  და თავდაპირველად მხოლოდ ევროპის ქვეყნებს მოიცავდა. პროგრამაში ქართული უნივერსიტეტები  1995 წლიდან მონაწილეობენ, ხოლო სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ჩვენი მოქალაქეებისათვის ათი წლის წინ ამოქმედდა. 
Erasmus+-ის პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორობას ევროპულ უნივერსიტეტებთან, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული უნივერსიტეტების განვითარებაში: შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, ჩატარდა ადმინისტრაციული რეფორმა, დაინერგა ევროპული ხარისხის სტანდარტები. 39 ქართული უნივერსიტეტის მონაწილეობით, განხორციელდა 102 პროექტი;    ბოლო ორ წელიწადში, 2 444 Erasmus+ გაცვლითი სტიპენდიით, საქართველო, 131 პარტნიორ ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.