Russian English
„ვატელი“ საქართველოში შემოდის
ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 13:31
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი  გაიხსნება, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნესსკოლის  - „ვატელის“  ეგიდით იქნება წამოდგენილი.
უნივერსიტეტის პრეზენტაციას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან პროექტის მნიშვნელობა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ეყოლება უმაღლესი კვალიფიციკაციის სპეციალისტები სასტუმროებისა და ტურიზმის მართვის სფეროში.
„ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ვინაიდან საქართველოში ტურიზმი იზრდება იმაზე სწრაფად,ვიდრე ხდება პროფესიონალების მომზადება. უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი, როგორიცაა  „ვატელი“, შემოდის საქართველოში და სულ მალე გვეყოლება საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროში. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ბლოკ ინვესტს“ დასაქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ამ  ინიციატივის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია,რომ სასწავლებელს ექნება საერთაშორისო მასშტაბი და დარწმუნებული ვარ,  მეზობელი ქვეყნებიდანარაერთი ახალგაზრდა მოისურვებს საქართველოში ჩამოსვლას სასწავლებლად,“–განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან– „ისწავლე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველო  რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს. მისივე თქმით, განათლების სფერო უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საიმისოდ, რომ საქართველოში ტურიზმი წარმატებით განვითარდეს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.