Russian English
10 ივნისს - ნუკრი კაპანაძე განსხვავებულ ამპლუაში
ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 12:45
დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 10 ივნისს, კლუბ „Number 13“-ში მომღერალ ნუკრი კაპანაძის კონცერტი „შეხვედრა ნუკრისთან“ გაიმართება. ეს იქნება კონცერტი, სადაც მომღერალი განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება მსმენელის წინაშე.
ეს იქნება ერთგვარი ნონსენსი ქართველი მაყურებლისთვის, რომელიც უკვე მონატრებულია გემოვნებიან მუსიკას და პროფესიონალ შემსრულებელს. საღამოზე შესრულებული იქნება როგორც ძველი ისე ახალი სიმღერები. სიმღერები, რომლებიც ჯერ არ იცის ქართველმა მსენელმა. მომღერალს აკომპანიმენტს პიანისტი ნინო გულიაშვილი გაუწევს.
„ბევრი სიმღერა იმპროვიზირებულად იქნება შესრულებული. ამ საღამოს ვიქნები ძალიან გულწრფელი, ისეთი როგორიც ცხოვრებაში ვარ. რაც შეეხება კლუბს, ჩემთვის ეს ადგილი ძალიან საინტერესოა, რადგან უფრო ახლოს ხარ მაყურებელს და შენს სათქმელს ბოლომდე გადასცემ“, - განაცხადა ნუკრი კაპანაძემ.
10 ივნისიდან კლუბი „Number 13” თვეში ერთხელ უმასპინძლებს ქართველ შემსრულებლებს. „შეხვედრები ვერაზე“, - ამ რუბრიკის პირველი სტუმარი სწორედ ნუკრი კაპანაძე იქნება. 
„10 ივნისს, ძალიან განსხვავებული და გემოვნებიანი საღამო გველოდება. ამჟამად ვმასპინძლობთ ადამიანს, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფუფუნებად გადაიქცა ქართული ესტრადის მარგალიტების მოსმენა საკონცერტო დარბაზებში. გათვლა გვაქვს გემოვნებიან მუსიკაზე, რეპერტუარზე და ადამიანებზე. ნუკრი ნამდვილად არის ასეთი და მას სიყვარულით ელოდება მსმენელი“, - განცხადა კონცერტის ორგანიზატორმა მანანა ლომიშვილმა.
 
 
10 ივნისი, კლუბი „Number 13”. დასაწყისი 21:00 საათზე
 
მის.: გ. ახვლედიანის 13 (პეროვსკაია)
 
ტელ: 555-42-42-90

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.