Russian English
რას უზიარებს პორტუგალიის ომბუდსმენი ქართველ კოლეგებს გამოცდილების სახით
ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 16:11
2017 წლის 24–26 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საქართველოს სახალხო დამცველისა და პორტუგალიის ომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრები გაიმართა. 
პორტუგალიის ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან ომბუდსმენის აპარატის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს; ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ჯანდაცვისა და სოციალური უფლებების თემატური განყოფილების კოორდინატორმა, ჟოაო პორტუგალმა კი დეტალურად განიხილა ომბუდსმენის საქმიანობა მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხებზე, მათ შორის, ომბუდსმენის, მიგრაციის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის და თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრების მანდატი.
ქართული დელეგაცია ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო არასრულწლოვანთა მიმღებ ცენტრში არსებულ მდგომარეობას; ესტუმრა ბობადელას თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს და იქ არსებულ საბავშვო ბაღს, რომელიც  ინტეგრაციის პროცესის გასაუმჯობესებლად, მიგრანტ, ლტოლვილ და თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებთან ერთად პორტუგალიის მოქალაქეებსაც ემსახურება.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.