Russian English
რა პრობლემები არსებობს საქართველოში „ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ“
ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 18:05
2017 წლის 29 მაისს სახალხო დამცველმა  „ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ“ 2016 წლის სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ინკლუზიური, წარმომადგენლობითი  პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე. 
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო სივრცის დახვეწისკენ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. თუმცა 2017 წელს საქარღველოს მთავრობა ევროპის საბჭოს კონვენციის დახმარებით არაერთ მნიშვნელოვან გარანტიას შექმნის ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში.
საანგარიშო პერიოდში შემაშფოთებელი იყო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარულ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებულ, თანმიმდევრულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას მოითხოვს.
წინა წლის მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს. სამწუხაროდ, მე-9 მოწვევის პარლამენტში ქალთა მონაწილეობა, სპონტანური და არა დაგეგმილი ზრდის შედეგად, კვლავ ძალიან დაბალი რჩება. 
ასევე შეაფასეს დასაქმებულთა რაოდეობა და მათი გენდერული ანალიზი, რაც ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში თითქმის თანაბარია, თუმცა საგანგაშოა ქალთა დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. 
ანგარიშშის აუბარია ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებაც. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით გადადგმული  ნაბიჯების ფორმალურ ხასიათს უსვამს ხაზს, რადგან საკანონმდებლო ნორმები რეალურად არ აისახება იმ ადამიანებზე, ვინც  ყოველდღიურად სისტემური ძალადობის, შევიწროების, დევნისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლია. 
ქვეყანაშ არსებული შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა. კვლავ დგას გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დროული და ეფექტური მონიტორინგის პრობლემა. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.