Russian English
მაკა კუტუბიძე: ჩვენ პოტენციური ინვესტორები შემოგვყავს საქართველოში
ოთხშაბათი, 31 მაისი, 2017 - 12:58
23 ივნისს საქართველოს რვა ქვეყნის ბიზნესმენები ესტუმრებიან, რომლებიც ქართველ ბიზნესმენებთან ერთად გამართავენ B2B შეხვედრებს და მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR) მიერ გამართულ  გრანდიოზულ დაჯილდოვების ცერემონიალში. აღნიშნული ღონისძიების ორგაზატორი გახლავთ NBR-ს საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი - მაკა კუტუბიძე. 
- ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საერთაშორისო კავშირი 12 წლიან ისტორიას ითვლის. საქართველო მას სამი წლის წინ შეურთდა და 2015 წელს ოფიციალურად გავხდით კავშირში შემავალი რვა ქვეყნიდან ერთ-ერთი. ეს ქვეყნებია - საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.  ჩვენი პარტნიორები არიან სწორედ ამ რვა ქვეყნის მასშტაბით ცნობილი კომპანიები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი ბრენდების სახეს წარმოადგენენ. თუმცა კავშირი არანაკლებ დროს და   ყურადღებას უთმობს პერსპექტიულ, დამწყებ ბიზნესმენებს და აძლევს სტიმულს წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.  საშუალო ბიზნესს კი საშუალებას ვაძლევთ გააფართოვონ თავიანთი არეალი და   გავიდნენ უცხოელ პარტნიორებზე.
- ანუ საშუალოდან გახდნენ მსხვილები?
- აუცილებლად. აქედან გამომდინარე, მათვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესრეიტინგების კავშირში შემავალი ქვეყნების ბიზნესმენებთან დაამყარონ ახლო კონტაქტები და საქმიანი ურთიერთობები.
 
- რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი რჩეული კომპანია, რომ  მოხვდეს ნაციონალურ ბიზნეს რეიტინგებში. როგორც ვიცი, აქ ფინანსური მხარე არ არის გადამწყვეტი, როგორც სხვა მსგავსი ცერემონიების და დაჯილდოვებების დროს ხდება?
- სიგელი, ორდენი, სერტიფიკატი და  ჯილდო კომპანიას გადაეცემა მისი ოფიციალური ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლის საფუძველზე. ეს არის საჯარო, თუცა თავისი წილი და კანონით განსაზღვრული კონფიდენციალურობასაც ჩვენ სრულად ვიცავთ. იმდენად, რამდენად დაარსების დღიდან NBR სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს ეყრდნობოდა, ჩვენ სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ვანიჭებთ  ადგილებს კომპანიებს.
- ანუ  ეს ხდება ოფიციალური რეიტინგების საფუძველზე?
- აუცილებლად. თუ ესა თუ ისე კომპანია არ არის მოხვედრილი ოფიციალურად ტოპ-რეიტინგებში ჩამონათვალში, ჩვენ მას ვერ დავაჯილდოვებთ. ჯილდოვდება მხოლოდ ის კოპანია, ვინც ხვდება ჩვებს რეიტინგში აღნიშნული მონაცემების საფუძველზე. 
- ქალბატონო მაკა, რითი გმოირჩევა და განსხვავდება ნაციონალური ბიზნეს რეტინგების - NBR-ის  დაჯილდოვება?
- პირველ რიგში, NBR -ს აქვს საერთაშორისო სტატუსი, ასევე  ნომინაცია (leader of the branch, leader of the year, წლის იმპორტიორი, წის ექსპორტიორი, მედიცინის სიამაყე) ლიდერი. ყველა ეს ჯილდო საკმაოდ ცნობადია რვავე ქვეყანაში.  მაგალითად, როდესაც კომპანიას გააქვს თავისი პროდუქცია ექსპორტზე ან პარტნიორის მოძიება სურს რვა ქვეყნიდან ერთ-ერთში, NBR - ის ჯილდოს ფლობის შემთხვევაში, ეს არის ერთგვარი მესიჯი და მაჩვენებელი უცხოელი პარტნიორებისთვის იმისა, რომ იგი სანდრო პარტნიორია და სერიოზული  კომპანია, რომელიც იხდის გადასახადებს, ჰყავს დასაქმებულები, აქვს ბრუნვა და ა.შ. სხვანაირად იგი ვერ გახდებოდა NBR-ს რჩეული და ვერც ეს ჯილდო მიენიჭებოდა.
- როდის გეგმავს NBR შემდეგ ცერემონიალს საქართველოში?
- ცერემონიალი დაგეგმალია 23 ივნისს და მას  დაესწრებიან კომპანიები ჩვენ კავშირში შემავალი რვავე ქვეყნიდან. გარდა დაჯილდოვების ცერემონიალისა, გვექნება ასევე B2B შეხვდრები. 
- შეხვედრები რას ნიშნავს?
- B2B შეხვედრები გახლავთ, როდესაც  კომპანიების წარმმადგენლები სხვადასხვა სფეროებიდან და ქვეყნებიდან ერთმანეთს ხვდებიან. მაგალითად, ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოდის კომპანია, რომელსაც  აინტერესებს საქართველოში მოიძიოს პარტნიორი. სწორედ ამიტომ გვირჩვეს ჩვენ და საქართველოში დაგეგმილ დაჯილდოვებას. ანდა ინვესტიციას ჩადება უნდა, თავისი პროდუქციისთვის პოტენციური მყიდველის მოძებნა და ა.შ. აქ ბევრი ვარიანტია! ჩვენ  ასეთ კომპანებს ვახვედრებთ ერთმანეთთან. 
- ხომ შეიძლება ქართველ ბიზნესმენსაც იგივე სურვილი გაუჩნდეს?
- რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკრაინის, ყაზახეთი, რუსეთის და ა.შ.  ბიზნეს რეიტინგებში გამარჯებული კომპანიებიდან ვუძებნთ შესაფერის კომპანიას და ვაწყობთ შეხვედრის ორგანიზებას. ეს არის სწორედ B2B შეხვედრის არსი. უმეტეს შემთხვევაში მსგავსი ღონისძიებების დროს,  იქიდან ზოგი კონტრაქტით გამოდის, ზოგი შემდგომი მოლაპარკაების ფაზაში გადადის და ა.შ. იმას ვგულისხმობ, რომ  საქართველოში NBR-ს ნომინანტი ბიზნესმენები ტყუილად არ ჩამოდიან. მათ ხომ შეუძლიათ რვა ქვეყნიდან ნებისმიერი  სხვა აირჩიონ. მაგრამ, როდესაც ირჩევს საქართველოს, ეს ნიშნავს, რომ ის არის პოტენციური ინვესტორი და საქართველოს მომავალი ბიზნეს-პარტნიორი. დიახ, ჩვენ ვახვედრებთ ამ  კომპანიებს და ისე ვაკეთებთ ამ ყველაფრის ორგანიზებას, რომ ეს უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა. რაც მეტი ინვესტიცია შემოვა საქართველოში, რაც უფრო მეტი უცხოური კომპანიები დაინტერესდებიან ჩვენით, მით უკეთესი - ეს ქართული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს პირველ რიგში ხელს. 
 
ნფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 205 42 70;  205 42 77
 
 
- ისე, საკმაოდ  პომპეზური გალა-კონცერტები გაქვთ ხოლმე? 
- ეს ჩვენი ცერემონიალის ერთ-ერთი მხარეა. როგორც წესი, ყოველთვის ვიწვევთ  ნაციონალურ ქართულ ცეკვებს, ვინაიდან ძალიან უყვართ უცხოელებს. ცერემონიის დაგეგმარებისა და მოწყობის დროსაც ვექტორი გვაქვს აღებული მაღალ სტანდარტებზე. შემსრულებლები, რომლებიც ცნობილები არიან არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს კავშირში შემავალ რვავე ქვეყანაში. რომელი ერთი ჩამოვთვალო - სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი, ნანი ბრეგვაძე, ნინო ქათამაძე და ა.შ. გარდა ვაწყობთ გამოფენებს, სადაც  ყველა კომპანიას ეძლევა საშუალება გამოფინოს თავისი პროდუქცია. დანარჩენს სიურპრიზად შემოვინახავთ. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.