Russian English
გიგა კუხალაშვილი: „საქართველოს ელჩო აშშ-ში! მახათის გაყრას ერთ ადგილას თავი დაანებე“
შაბათი, 10 ივნისი, 2017 - 21:46
სამი დღის წინ, ნიუ-იორკში 33 ქართველი დააპატიმრეს, მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენი - ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე. 10 ივნისს სასმართლომ ავთანდილ ხურციძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ამერიკის საგამოძიებო სამსახური იუწყება, არსებობს ვიდეო მასალა, სადაც ავთანდილ ხურციძე  ადამიანს ფიზიკურად უსწორდება და პოკერის ერთ-ერთი თამაშიდან თანხის მოპარვას აბრალებს. მოსმართლებ ვიდეოში ასახულ მასალაზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ ავთანდილ ხურციძე გისოსებს მიღმა უნდა დარჩეს, რადგან ის საზოგადოებისთვის საშიშია.
ამის შესახებ უცხოური გამოცემები წერენ.
New York Post: „მანჰეტენის ფედერალურმა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა პროფესიონალ მოკრივეს, მას შემდეგ, რაც პროკურორმა განაცხადა, რომ მისი წვრთნების რეჟიმი შეიცავს ადამიანების ცემის ფაქტებს რუსი კრიმინალის სახელით. საუბარია რაჟდენ შულაიას სახელით ბრუკლინში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოჩანაწერებზე“
The Washington Times: „ჩემი კლიენტი მსოფლიო დონის მოკრივეა. როდესაც ასეთი ცნობილი ხარ, ადამიანებს სურთ იყვნენ შენს გარშემო“, - აცხადებს პროფესიონალი მოკრივეს ადვოკატი. „ის მშვიდობისმოყვარე ადამიანია, იგი რინგის მებრძოლია“, ადვოკატის თქმით, ხურციძე ქვეყანას არ დატოვებს, რადგან მისი პრომოუტერი ნიუ იორკში იმყოფება. „მას აქვს პასუხისმგებლობა დააკმაყოფილოს კონტრაქტის პირობები, რომელიც აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს დადებული, სხვანაირად იგი ფულს ვერ გამოიმუშავებს.“
შეხვედრა, რომელიც  8 ივლის ლონდონში  სანდერსთან უნდა გამართულიყო ჩაიშალა. იმ პირებს, რომლებმაც შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს, თანხა უკან უბრუნდებათ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ  გირაო შეტანილია და ლევან მაყაშვილი ორშაბათს  საპატიმროდან განთავისუფლდება.
აი, რას წერს ამის შესახებ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული შერეულ ორთაბრძოლებში, გიგა კუხალაშვილი:
„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა , რომ ამერიკაში მოღვაწე ორი უმაღლესი დონის სპორტსმენი ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე "FbI"-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნენ სხვა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად! ეს დღეები დარწმუნებული ვიყავი , რომ მათ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ავთოს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ლევანზე ჯერ ინფორმაცია არაა! ხოდა, რისი თქმა მინდა! სპორტის მინისტრო, რომ გამოდიხარ და იძახი ისინი ჩვენი დაფინანსებით არ იყვნენ წასულებიო, ერთი ის გვითხარი, რომელი მაღალი დონის სპორტმენს აფინანსებთ შეჯიბრზე წასასვლელად?! ან ის გაგვაგებინეთ ეს "ატმაზკა"-ს გავდა თუ ასე მომეჩვენა?! ეხლა საგარეო საქმეთა მინისტრო და საქართველოს ელჩო აშშ-ში, ხომ არ არის დრო სირაქლემას ჩვევას თავი დაანებოთ (თავის მიწაში ჩარჭობას) და როგორმე ჩვენი ქართველი ბიჭებისთვის მოქმედება დაიწყოთ?! მოგიწოდებთ, ყველა იმ ქართველზე, ვინც ამ სპეცოპერაციაში დააკავეს, გამახვილებულ იქნას ყურადღება, რომ არც ერთი ჩვენი სისხლისანი უდანაშულოდ არ იყვნენ დაჭერილები! პაატა გვასალიას ტრაგედიაც გვეყოფა , რომელიც რუსეთის ციხეში უდანაშულოდ სამუდამო პატიმრობას იხდის! დაანებეთ ერთი ადგილის მახათში გაყრას თავი და უშუალოდ თქვენი მოვალეობის შესრულებას შეუდექით! თქვენ კი ბიჭებო გამძლეობა და რწმენა შეინარჩუნეთ!“ - წერს მეორე ცნობილი სპორტსმენი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.