Russian English
ბათუმის ცენტრში ახალი 3 კვ.მ. მეჩეთის პროექტის ვერსია
კვირა, 11 ივნისი, 2017 - 13:15
მას შემდეგ, რაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე მერიამ უარი გაბაცხადა, მუსლიმი თემმა საპროტესტო აქციები დაანონსა. გიორგი ერმაკოვის ბრძანება კი, 2017 წლის 5 მაისით არის დათარიღებული.
გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი მერიამ იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. მერის აზრით, განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობით უნდა გაგრძელდეს, მეჩეთს კი განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა სჭირდება.
მერიის უარს სასამართლოში გაასაჩივრებენ, ვინაიდან მუსლიმ თემს ტერიტორია უკვე შეძენილი აქვს.
ფოტოზე წარმოდგენილია ბათუმის ახალი მეჩეთის პროექტის ერთ-ერთი ვერსია. ახალი მეჩეთისაშენება  ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 49 ნომერში უნდოდათ.
ახალი მეჩეთი 2 000 ადამიანზეა გათვლილი და მთლიანად 3 ათას კვ.მ-ზე უნდა განთავსდეს. შექმნილია კომისია, რომლის მიზანია მონიტორინგი გაუწიოს მეჩეთის მშენებლობას და საზოგადოების ჩართულობას. კომისიაში ნებისმიერი მრწამსის ადამიანს შეუძლია გაწევრიანება.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.