Russian English
ქართველი ემიგრანტების რეაქცია კონსტიტუციაში დემოგრაფიული ჩანაწერის გაკეთებაზე
შაბათი, 24 ივნისი, 2017 - 20:03
პარლამენტის გადაწყვეტილებას  კონსტიტუციაში დემოგრაფიული მიმართულების შეტანის თაობაზე, უცხოეთიდან ქართველი ემიგრანტებიც ეხმიანებიან. მათ განცხადებას ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ ავრცელებს:
„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს  ფაქტი.  საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი ქართველები ყველა სიტყვას ვეჭიდებით, რაც ჩვენს სამშობლოსთან მჭიდროდ დაგვაკავშირებს. დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის მთავარი მიზეზი მიგრაციაა. ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ აქ ჩვენი ოჯახების გამო წამოვედით. კონსტიტუციაში ის ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე, ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე. ბოლო პერიოდში ხელისუფლება ცდილობს, უფრო მეტი კავშირი გვქონდეს ჩვენს ქვეყანასთან. აქ, უცხო ქვეყნებში რამდენიმე პროექტი ხორციელდება ჩვენი ბავშვებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ თამამად დავუბრუნდეთ ჩვენს კერიებს საქართველოში. მადლობას ვუხდით პარლამენტს ამ გადაწყვეტილებისთვის. მადლობა ყველას, ვინც ხმა მისცა ამ ინიციატივას“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება შედგენილია ამერიკის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ისრაელის, იტალიის და ბელგიის ქართველი ემიგრანტების მიერ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.