Russian English
ჯანდაცვის მინისტრის ექსმოადგილე და მისი მილიონიანი ბიზნესები
ხუთშაბათი, 31 აგვისტო, 2017 - 13:20
ორი თვის წინ,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და   განმარტა, ბიზნეს ვუბრუნდებიო. მისი მოქმედი ბიზნესებიდან ერთ-ერთი გახლავთ ვაგზლის ცენტრალური პარკინგი, რომელთანაც კავშირი კვარაცხელიას სახელმწიფო პოსტის დაკავების დროსაც ჰქონდა. სწორედ, ამ ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ კვარაცხელიას ვაგზლის მოედანზე მდებარე ცენტრალური პარკინგი თავის ცოლზე - ეთერ ქარდავაზე აქვს  გაფორმებული. 
მაშ ასე, ვალერი კვარაცხელია ბიზნესები:
 
1. შპს „ქომან ჯორჯია“ (coman georgia), საქართველო, თბილისი, დ. ბაქრაძის 6, პარტნიორი 2009
2. შპს ლუნა 2010,საქართველო, თბილისი დაბა წყნეთი, რუსთაველის ქ., No1
3. შპს ინტეროპტიკა,საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქ. #3 
4. შპს თბილისური, საქართველო, თბილისი, შავთელის ქ., N13
5. შპს ჰერკულესი, საქართველო, თბილისი, მასივი გლდანი, IV მ/რ, კორპ. 109ა 
6. შპს სამშენებლო კომპანია „ენგური +“, საქართველო, ზუგდიდი, სტალინის ქ.,
7. შპს კარგი ჯგუფი 2008, საქართველო, თბილისი, პუშკინის ქ. No10, 
8. შპს მარკეტი 99
9. შპს ტაიგა გეო, საქართველო, თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. N6
10. შპს GEOIT, საქართველო, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ., No 80, ბ. 16
11. შპს ცენტრალ პარკინგი, საქართველო, თბილისი, ვაგზლის მოედანი #2 (ეს ბიზნესი გაფორმებულია ეთერ ქადავაზე, ვალერი კვარაცხელიას ცოლზე)  
12. ინდ. მეწარმე, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზ., N77 ვ, ბინა 26. (აქაც ეთერ ქარდავა ფიგურირებს ინდ. მეწარმედ) 
 
ჩვენს კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, ვალერი კვარაცხელია პასუხობს:
- ბატონო ვალერი, რა ბიზნესებსაც ფლობთ და რომლითაც პირადად იყავით დაკავებული, სანამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გახდებოდით, იმ კომპანიებს უბრუნდებით თუ რაიმე ახლის წამოწყებას აპირებთ?
- არა ახალს არ ვგეგმავ. ჯერ-ჯერობით ვისვენებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან დავიღალე. ერთი თვის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, რა მქონდა შპს-ები იმაზეა საუბარი და არაფერს არ ვგეგმავ.
- თანამდებობიდან წასვლის მიზეზი რა გახდა?
- არანაირი მიზეზი. შეიძლება ამას ბევრი ვერ გებულობს, მაგრამ მართლა არანაირი მიზეზი არ მქონია. არც კობფლიქტი. ამ სამი წლის განმავლობაშ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და ახლა მე პატარა ბიჭი არ ვარ. 60 წლის ვხვდები მომავალ წელს და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცოტა უფრო წყნარ რეჟიმში ვიცხოვრო. 
- მართლა გაუგებარია ისე, უმიზეზოდ წასვლა...
- დავიღალე, აი ძაან. ცალკე „ცე“ ჰეპატიტის პროგრამა. არ ყოფილა ადვილი სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. ვრჩები ჩემი მეგობრების მეგობრად, მაგრამ არ მინდა სახელმწიფო  სამსახურში.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.