Russian English
ვინ არის ციხისძირელი კაცი, რომელმაც ივანიშვილს 2 მაგნოლიის მიყიდვაზე უარი უთხრა
ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2017 - 15:24
აჭარაში, ულამაზეს ციხისძირში  ცხოვრობს კაცი, რომელმაც, როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს უარი უთხრა ხეების - ორი მაგნოლიის მიყიდვაზე. ამ კაცის სახელი და გვარი რომან  ცენტერაძეა და მას ეკონომიურად საკმაოდ უჭირს.
პრემიერ მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისგან ხეების შესყიდვა და საკუთარ დენდროულოგიურ პარკში გადატანა დაიწყო. წინა წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიონერი ასწლოვან ხეებს ეძებდა, ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ პარკში, რომელიც 60 ჰექტარზე იქნება გაშენებული, 2 ჰექტარი მხოლოდ ხეებისთვის არის გათვალისწინებული და იქ 50 ხეს გადაიტანენ.  ამ დრომდე ივანიშვილს ათობით ოჯახმა საკუთარი ნებით, მათ მიწაზე გაზრდილი მაგნოლიები და სხვადასხვა ჯიშის ასწლოვანი ხეები მიჰყიდა. მცენარეების გადატანა ძირითადად ნატანებიდან და ციხისძირიდან ხდება. 
ამასთამ დაკავშირებით,  ხალხში მითქმა-მოთქმა არ წყდება. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე ჟურნალისტს დაუკავშირდა  და უთხრა, რომ ციხისძირიდან ივანიშვილს კიდევ ორი ხის გადატანა სურს. ხეები მისი ნათესავის მიწაზე არის განთავსებული, თუმცა მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა და მილიონერმა ცივი უარი მიიღო ციხისძირის მკვიდრ რომან ცენტერაძისაგან. ოჯახის ახლობელმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ადამიანს საკმაოდ უჭირს, მაგრამ მას მაინც არ სურს ბიძინა ივანიშვილისთვის ხეების მიყიდვა და საერთოდაც არ გეგმავს ორი უნიკალური ხის გაყიდვას. 
Mediacity.ge შეეცადა ინფორმაციის სიზუსტეში თავად დარწმუნებულიყო და ჩვენი რეგიონალური კორესპონდენტი  რომან ცენტერაძეს დაუკავშირდა. ბატონმა რომანმა დაგვიდასტურა, რომ ერთ-ერთ კომპანიას  მართლაც სურს ხეების შესყიდვა, რაზეც იგი უარს აცხადებს. ასევე დასძინა, რომ ამასთან დაკავშირებით  რომან ცენტერაძეს  პრესასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს და ამიტომ ინტერვიუსა და შეხვედრაზე უარი განგვიცხადა, თუმცა პირად საუბარში გავრცელებული ინფორმაცია დაგვიდასტურა.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.