Russian English
კაბა საბახტარაშვილი: ნოსტრადამუსის 2017 წლის რვავე პროგნოზმა ახდენა დაიწყო
ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2017 - 18:20
წინასწარმეტყველთა  მრავალრიცხოვან ჩამონათვალში არის ერთი, რომელიც დღემდე  მენტორია თავისი დარგის, მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ასეული წელია გასული. მიშელ და ნოსტრამი, იგივე ნოსტრადამუსი, თავის დროზე წინასწარმეტყვლებების კრებულის წყალობით გახდა ცნობილი. ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ ეს წინასწარმეტყველებანი ოთხსტროფიან ლექსად არის დაწერილი. 
 
 
ნოსტრადამუსი პროფესიით ექიმი იყო. მან ზუსტად იწინასწარმეტყველა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა, სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯა,  2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი, სირიელი მიგრანტების  ევროპაში გადანაწილება  და ა.შ. გთავაზობთ ნოსტრადამუსის 2017 წელზე გათვლილ რვა წინასწარმეტყველებას, რომლებმაც, ცნობილი ჰომეოპათი და ნოსტრადამუსის მკველვარი კახა საბახტარაშვილის აზრით, ახდენა უკვე დაიწყეს. 
 
1. ჩინეთის აღორძინება.
 
 
განვითარების გზაზე დამდგარი ჩინეთი იმპერიად გადაქცევის  წინაპირობას ავლენს და 2017 წელს გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც  მსოფლიოში „ეკონომიკურ დისბალანს“ გამოიწვევს. ნოსტრადამუსის პროგნოზით, ჩინეთის ეს ნაბიჯები მნიშნელოვან შედეგებამდე გაიყვანს მას.
 
2. ფინანსური კრიზისი იტალიაში.
 
 
იტალია ფინანსური კრიზისის    მსხვერპლი ხდება. უმუშევრობა და სახელმწიფო ვალი გაიზრდება, რის შედეგადაც ქვეყანა გახდება ევროკავშირის  ფინანსური კრიზისის „ეპიცენტრი“.  ბანკები ერთი-მეორეს მიყოლებით გაკოტრდებიან, თანაც ეს მხოლოდ აისბერგის  ზედა ნაწილი იქნება.
 
3. „ცხელი“ ომები.
 
 
2017 წლისათვის ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა ე.წ. „ცხელი“ ომები, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან და რესურსების შემცირებასთან. თუმცა მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხედ ისევ ტერორიზმი დარჩება.
 
4. ლათინური ამერიკა.
 
 
ნოსტრადამუსის მიხედვით, 2017 წელს მოხდება ლათინური ამერიკის ქვეყნების განვითარების ტაქტიკის გადალაგება. არსებობს ალბათობა, რომ მთავრობა თავის „მემარცხენე“ კურსს გადაუხვევს, რაც რეგიონში პოლიტიკური  არეულობას გამოიწვევს.
 
5. ამერიკის შეერთებული შტატები.
 
 
მსოფლიოს ეს ზესახელმწიფო დაკარგავს კონტროლს თავის ქმედებებზე და მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს გლობალურ პოლიტიკასთან მიმართებაში  პოლიტიკოსების კორუფციის და იდეოლოგიური უთანხმოების გამო.  
 
6. მზის ენერგიის გამოყენება.
 
 
ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა, რომ 2017 წლისთვის, მზის ენერგია შეადგენს გლობალური ენერგეტიკური რესურსების ძირთადად პროცენტს.
 
7. კომერციული კოსმოსური მოგზაურობა.
 
 
2017 წელს კოსმოსური მოგზაურობა რეალური გახდება. თუმცა, ორბიტის გარეთ გასვლაზე ჯერ არ იქნება საუბარი. მთვარისა და ასტეროიდების გამოკვლევა, ასევე მათზე სასარგებლო წიაღისეულის ძიება აღარ იქნება კოსმოსში გასვლის მთავარი მიზანი.      
 
8. უკრაინა და რუსეთი.
 
 
რუსეთი და უკრაინა ზავს დადებენ. შეერთებული შტატები ამის წინააღმდეგ გამოვა, ხოლო გერმანია და სხვა ქვეყნები კი, პირიქით, მხარს დაუჭერენ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.