Russian English
VIDEO თურქეთიდან. 9-10 წლის დაშავებული ქართველი ბავშვები
კვირა, 16 ივლისი, 2017 - 13:31
თურქეთში გასტროლზე მიმავალი ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  ავარია დილით გირესუნის გუბერნიასთან  მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები ძირითადად 9, 10 და 13 წლამდე ბავშვები არიან. დაშავებულებს ძირითადად თავის ქალის, ნეკნების და კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე ტრაპიზონის სამაშველო და სამედიცინო ბრიგადები  მობილიზებულნი იყვნენ.
საქართველოს საკონსულოს ინფომაციით 38 ადამიანი დაშავებულიდა და თურეთის სხვადსხვა  საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ამ დროისთვის ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს  წარმომადგენლები მიემგზავრებიან. დღესვე იგეგმება სამშობლოში ნახევარი ანსამბლის გადმოყვანა.
თურქული სააგენტოების ცნობით, ბავშვთა და მოზარდილთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ბულგარეთში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ.  ავტობუსს საბურავი გაუსკდა  და  გზის ბარიერსა და ბოძს შეეჯახა.
 
ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.