Russian English
ეკა ბესელია - შენ მტრედი ხარ, მე კი ქერუბიმი
ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2017 - 16:11
ეკა ბესელია სოციალურ ქსელში სტატუსობანას დაემშვიდობა და ეს მოვლენა საჯაროდ აღნიშნა. კერძოდ, მისივე პოსტით:
„ბოლო პერიოდი სტატუსების წერაზე უარი ვთქვი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ან უფრო სწორედ თავისი ჟამი, როგორც ეკლესიასტეშია. მცირე კომენტარი იმათ კომენტარზე, ვინც სცადა სათავისო შინაარსი ჩაედოთ ჩემს შეფასებაში „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით.
პოლიტიკური ოპონენტების კომენტარი არ ღირს კომენტარად!  მათ თავიანთი კონკრეტული, პოლიტიკური ინტერესი აქვთ და ეს ცხადია! მათთვის ვისთვისაც ფრაზა „პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება“ ორაზროვან ინტერპრეტაციას იწვეს - მაქვს მარტივი ახსნა:
რა არის პატრიოტიზმი, სამშობლოს განცდა, სიყვარული, ერთგულება და მსგავსი ცნებები არც დათო ზურაბიშვილის საზომით იზომება და არც „ცნობილი ფსევდო ფეისბუქ ..მოღვაწეებით“. 
ისე ამ ღირებულ სიტყვას „ღვაწლს“ საკუთარი გაუგებარი საქმიანობის შეფასებლად იშვიათად რომ გამოიყენებდნენ, უფრო დააფასებდნენ იმ წინაპართ, მართლაც ღვაწლში რომ განვლეს წუთისოფელი. 
ვინ არის განმსჯელი, ვინ მეტი პატრიოტია და ვინ ნაკლები? საზომი ქართველს აქვს საკუთარი გენიალური წარსულის გენიალური მოღვაწეებიით, მაგრამ ამწყოში ამდენი პატრიოტიზმის „მზომელი“ უკაცრავად მაგრამ იმ ადამიანებში არ მეგულება, ვინც ამაზე ამ ფორმით ქილიკობს.
დიახ, გავიმეორებ, მე არ ვზომავ და არ ვაფასებ ვინ რა დოზის პატრიოტია და ვის როგორ ესმის სამშობლოს სიყვარული, ეს ჩემი როგორც პოლიტიკოსის საქმე არაა, ამიტომ არც „კორკოტას, არც იქ მყოფი ადამიანების პატრიოტიზმს არ ვეხები და არ განვსჯი, არ შევალ ამ სივრცეში.
შემიძლია მათ ქცევაზე და ქმედებაზე ვისაუბრო და არა მათ გრძნობებზე. აი, მარტივად რაც ვიგულისხმე! და მჯერა რომ ასეა!“ - წერს ეკა ბესელია.
მაშასადამე, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ქართულს არ ვიმჩნევთ და არც ლინგვისტურ  წიაღსვლებში გადავეშვებით. ბესელიას ფოტოზე კომენტარი სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს ეკუთვნის და ეს კომენტარი შეიძლება ამ ქალბატონის ნებისმიერ გამოსვლას და ქმედებას მიეწეროს.. „შენ მტრედი ხარ, მე კი ქერუბიმი“! 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.