Russian English
რატომ დაემუქრა გვერდწითელი კულტურის პალატის თავმჯდომარეს სასამართლოთი?!
ორშაბათი, 21 აგვისტო, 2017 - 18:44
თავის დროზე, საქართველო სერიოზულ კულტურულ სკანდალს ასცდა, როდესაც თამარ გვერდწითელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ იგი საქართველოს კულტურის პალატის  ხელძღვანელს დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებდა. მიზეზი გახდა გვერდწითელის მიერ შესრულებული სიმღერა „ჩემი რუსეთი“, რომელსაც გვერდწითელთან ერთად სოსო პავლიაშვილიც ასრულებდა, დავით ოქიტაშვილის  შვილის ნათლია. სწორედ ამ სიმღერის შემდეგ   ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ არასოდეს არ მისცემდა მათ საქართველოში კონცერტის ჩატარების უფლებას. 
როგორც ჩანს, პავლიაშვილმა ნათელ-მირონობის გამო შეიკავა თავი და არ უპასუხა ოქიტაშვილის ამ განცხადებას. სამაგიეროდ, გვერდწითელმა მისცა საკმაოდ მკვეთრი რეაგირება. „მე ვარ აღშფოთებული და ღრმად შეურაცხყოფილი ბატონი ოქიტაშვილის ამ განცხადების გამო. არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო, რომ რუსეთში ვმუშაობ და ჩემს რეპერტუარში არის სიმღერა რუსეთზე, რომელსაც სოსო პავლიაშვილთან დუეტში ვმღერი და რომელიც 2005 წელს ჩაიწერა   და არა ახლა, როგორც შეცდომით აცხადებს დავით ოქიტაშვილი. ჩამოვალ საქართველოში და აუცილებლად შევიტან სარჩელს ღირსების შელახვისთვის“ - განაცხადა გვერდწითელმა.
ხსენებული კონფლიქტი მოხდა 2014 წელს. სიმღერა კი 2005 წელს ჩაიწერა. 2010 წელს ოქიტაშვილმა ზარ-ზეიმით მიიღო გვერდწითელი და  აეროპორტშიც დახვდა  (უკვე „სიმღერა ჩაწერილი“), 4 წლის შემდეგ კი იგივე სიმღერაზე განაცხადა, რომ საქართველოში არ ვამღერებო.
ამაზე აღშფოთდა სწორედ თამარ გვერდწითელი - როდის ჩაწერილს როდის მახსენებენო!!!
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.