Russian English
დიდი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში
კვირა, 10 აგვისტო, 2014 - 16:44

GDS-ს არტ დირექტორი ლევან დაბრუნდაშვილი Mediacity-ს ბიძინა ივანიშვილის ტელე-არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ ესაუბრება: 

-  ახალი სეზონიდან იგეგმება სატელევიზიო ბადის ცვლილება. როგორც GDS-ს დირექტორი ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას, რომ მიმდინარეობს იდეის და კონკრეტული პროექტის დამუშავება. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით აუცილებლად გასაჯაროვდება.
- არხის გაპოლიტიკურებას მართლა გეგმავთ?
-  სულ რაღაც ორ-სამ კვირაში GDS ყველაზე საინტერესო არხი იქნება საქართველოში არსებულ მთელ სატელევიზიო სივრცეში. სამწუხაროა, რომ არავის გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ „GDS მანქანა", „ისწავლე GDS-თან ერთდ", „ერთი ერთში" და სხვა მრავალი. ჩვენი ყველაზე დიდი მისია ქართული კინოს აღორძინებაა - ოქტომბრიდან ეთერში გავა ორი მასშტაბური ქართული სერიალი. ფაქტობრივად, ეს იქნება ახალი ქართული ფილმები. გვექნება ძალიან საინტერესო სტუდიური გადაცემები ყველა ასაკის მაყურებლისთვის. ასე რომ, GDS ყველაზე მდიდარი და ინფორმაციულად დატვირთული არხი იქნება ქართულ ტელე-სივრცეში.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.