Russian English
როგორ მოხვდა საქართველო სომხური ჰეროინის საქმეში?!
ოთხშაბათი, 15 12, 2021 - 16:22

საქართველოში სომხეთიდან შემოტანილი რეკორდული ოდენობის ჰეროინის აღმოჩენის საქმეზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშისა და საქართველოს კონტრნარკოტიკული დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კონტრნარკორტიკული ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს აშშ-თან, თურქეთთან, ირანთან, ეგვიპტესთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, ევროპულ ქვეყნებთან და სუამის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ აზრბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მისთვის არ მიუმართავთ. რაც შეეხება აზერბაიჯანის სხვა უწყებებს, მათ შორის აზერბაიჯანის შსს-ს, საბაჟო სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი, რომელიც თავის დროზე აშშ-ს მხარესთან, კერძოდ „ეფ ბი აი"-სთან კოორდინირებას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აუცილებელია ინტერპოლის ან „ეფ ბი აის" ჩართვა ამ პროცესში.

„მარტო ქართულ მხარეს გაუჭირდება საქმის ბოლომდე გახსნა. მნიშვნელოვანია აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობაც.

თანაც, აქ მხოლოდ აზერბაიჯანი არ არის, როგორც ჩანს ტვირთი მოდის ავღანეთიდან, ირანიდან და შუა აზიიდან" - აცხადებს შოთა უტიაშვილი, და დასძენს, რომ მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკითხს „ეფ ბი აი" და ინტერპოლი თავად გადაწყვეტავენ, დათანხმდება ამაზე „ქართული ოცნება" თუ არა.

საინტერესოა, შოთა უტიაშვილს ვინ ჰკითხავს ამის შესახებ.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.