Russian English
ონკოქირურგი, რომელმაც საკუთარი სახსრებით დააფინანსა პაციენტის ძვირადღირებული მკურნალობა
ორშაბათი, 29 იანვარი, 2018 - 19:06
ნინო ჭიღიტაშვილი შემდეგ პოსტს აქვეყნებს თავის მკურნალ ექიმზე:
„ექიმი ონკოქირურგი, რომელმაც შემთხვევით წაიკითხა პაციენტის სტატუსი და საკუთარი სახსრებით დააფინანსა მისი საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევები!
ეს ბატონი კახაბერ ბარამიძეა!  უძლიერესი ადამიანი, ონკოქირურგი. იგი „ჯანმრთელობის სახლში“ მუშაობს.
ეს ის ექიმია, რომელმაც დაავადების უკვე შორეულ , ღრმა სტადიაში მყოფს მომკიდა ხელი და ფეხზეც დამაყენა. ეს იყო პირველი სასწაული ჩემ ცხოვრებაში,
დღეს კი მეორე სასწაული მოხდა : 
ბატონმა კახამ სრულიად შემთხვევით წაიკითხა ჩემი სტატუსი, სადაც ვწერდი, რომ ვერ ვახერხებდი უსახსრობის გამო გამოკვლევების ჩატარებას და კლინიკაში მისულს საკუთარი სახსრებით გამიკეთა ყველა ის გამოკვლევა, რომელიც აუცილებელია ამ მზაკვარი დაავადების დინამიკის საკონტროლებლად .
შოკში ვარ, მაგრამ სასიოამოვნო შოკში. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა, ასეთი ექიმები რომ არსებობენ. სწორედ , ასეთი ექიმები სჭირდება საქართველოს, სწორედ ასეთი ექიმები გვჭირდება ჩვენ-საქართველოს ხალხს, სწორედ ასეთი ექიმები ჰქმნიან ეპოქებს!“ - წერს მადლიერი პაციენტი. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.