Russian English
გიორგი თოდუა: „კონცერტით სამშობლოში ჩამოვედი, არანაირ აფხაზეთის რესპუბლიკაში“
პარასკევი, 02 თებერვალი, 2018 - 19:49
გალში გამართული კონცერტი მარინის თეატრის 20 წლის მომღერლის - გიორგი თოდუას, დიდი მღელვარება და საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია. მღელვარება მიმართული იყო აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და გალის რაიონის ადმინისტრაციის  წინააღმდეგ.
24 იანვარს, მარინის თეატრის მომღერალმა გიორგი თოდუამ გალში კონცერტი გამართა.  გალის კულტურის სახლის სცენაზე მომღერალმა  შეასრულა რუსული რომანსები და იტალიური არიები.  27 იანვარს კი თოდუას  ინტერვიუ ჩამორთვა ქართველმა ჟურნალისტმა „ლაივპრესიდან“, ვისთანაც  მომღერალმა არ დამალა თავისი ემოციები და გულწრფელად მოუყვა კონცერტის შესახებ. გიორგი თოდუას, ინტერვიუს მსვლელობისას არც ერთი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია.  მან აღნიშნა მხოლოდ, რომ გასტროლებით იგი თავის სამშობლოში ჩამოვიდა და „არანაირ აფხაზეთის რესპუბლიკაში“. ასევე აღნიშნა, რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდა, რომ გალის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლობას შეხვედროდა.   
29 იანვარს,  გალის რაიონის ადმინისტრაციას უფროსმა  გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ ბევრი რამ, რაც მომღერალმა უთხრა ქართველ ჟურნალისტს, არის სიცრუე.   
თუმცა, გალის ადმინისტრაციას ამ ბრიფინგმა ვერ  უშველა. ჯერ გამოვიდა პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ხელმძღვანელი, დე-ფაქტო  აფხაზეთის ექს-პრემიერი სერგეი შამბა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ  „სახეზეა აფხაზური ხელისუფლების სისტემური შეცდომა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას თაოსნობით“. თუ რა შუაშია აქ დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, აის ახსნაც არ დაზარებია ოპოზიციური  პარტიის ლიდერს:  
„ხელისუფლება აძლევს გალში კონცერტის გამართვის უფლებას  მომღერალს, რომელიც არ მარტო არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, არამედ ამის აფიშირებას ახდენს ქართულ მედიასთან. გალში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს და ერთი გაუფრთხილებელი  მოქმედებაც კი,  აღმოსავლეთით ჩვენს მეზობელს, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკებაც არ გვაქვს, სიტუაციის გამწვავების საბაბს მისცემს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება არამარტო რეგიონში, არამედ მთელს ქვეყანაში“.
შამბას ამ განცხადების შემდეგ, 30 იანვარს გამოქვეყნდა პარტია „ამცახარას“ განცხადება, სადაც ნათქვამი, რომ პარტია აღშფოთებულია გიორგი თოდუას კონცერტით გალში. ისინი მოითხოვენ დაისაჯოს გალის ადმინისტრაცის უფროსი და აფხაზეთის კულტურის მინისტრი. 
პარტიებს მიუერთდა „აფხაზეთის სახალხო ფრონტი“, რომლებმაც თავის მხრივ შესთავაზა გალის ადმინისტრაციის უფროსს თავისი ნებით დაეტოვა თანამდებობა.
არადა, გიორგი თოდუამ მხოლოდ ის თქვა ინტერვიუში, თუ როგორ უყვარს თავისი სამშობლო და ეს სამშობლო აფხაზეთის რესპუბლიკა ნამდვილად არ არის. ეს იყო და ეს!   
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.