Russian English
დაკავებულია ოთხი „ექიმი“, რომლებიც პაციენტებისგან ზურგის ტვინის სითხეს იღებდნენ
ხუთშაბათი, 22 თებერვალი, 2018 - 21:48
პაკისტანის ქალაქ ხაფიზაბადის სამართალდამცავებმა შეძლეს დაეკავებინათ ოთხი ეჭვმიტანილი, რომელთაც  ბრალი აქვთ წაყენებული პაციენტების ხერხემლიდან  ზურგის ტვინის სითხის ამოღებაში, მისი  შავ ბაზარზე გაყიდვის მიზნით.
ოთხივე დამნაშავე მედმუშაკების საბუთით „მოღვაწეობდა“. მათგან სამი მამაკაცი და ერთი ქალია. ყველამ აღიარა 10 პაციენტი ქალისგან ზურგის ტვინის სითხის ამოღების ფაქტი.
როგორც Independent-ი იტყობინება,  დაკავებისას დამნაშავეებს აღმოუჩინეს შპრიცები, კოლბები და სხვა ინსტრუმენტები. 
 
 
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა შებხაზ შარიფმა მოუწოდა ადგილობრივ ექიმებს, რომ უფრო ყურადღეაბიანი იყვნენ პაციენტების მიმართ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.