Russian English
რას აკლდება სააკაშვილი - 1 მარტის მეძავეების გრანდიოზული მარში კიევში
ოთხშაბათი, 28 თებერვალი, 2018 - 15:43
1 მარტს, უკრაინის დედაქალაქი ზუსტად ორი საათით მსოფლიოს წამყვანი არხების ყურადღების ცენტრში მოექცევა.  სექ-ინდუსტრიის მუშაკთა მიტინგი სახელწოდებით „სტალნიე აიცა უკრიანსკოი პოლიტიკი“ (უკრაინული პოლიტიკის რკინის კვერცხები) გრანდიოზულ მსვლელობას გეგმავს. 
უძველესი პროფესიის წარმომადგენლები  მოითხოვენ საკუთარი საქმიანობის ლეგალიზებას. მშვიდობიანი მარში სტარტს დილის 12 სთ-ზე სამთავრობო კვარტალთან აიღებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება. 
ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში, უმაღლეს რადაში შევიდა კანონი პროსტიტუციის ლეგალიზაციასა და სექს-დაწესებულების რეგულირების  შესახებ. ხსენებული ინიციატივის ავტორი, დეპუტატი ფრაქცია „თვითდახმარებიდან“ ანდრეი ნემიროვსკი გახლდათ, რომელიც მანამდე სააკაშვილის თანაშემწე იყო. ნემიროვსკის აზრით, ამ კანონის მიღება აუცილებელია და იგი დაკავშირებულია, უკრაინის, როგორც ევროპული ქვეყნის განვითარებასთან. კანონის მიღება გამოწვეულია ასევე იმით, რომ უკრაინის ბიუჯეტი ძალზედ მოიკოჭლებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ ალაპარაკდა ხელისუფლება. პირველად, სექსუალური მომსახურების ინდუსტრიის ლეგალიზაციის იდეა ჩაუშვა 2015 წლის მაისში მერვე მოწვევის რადას დეპუტატმა, ჯგუფ „სადეპუტატო კონტროლის“ წევრმა მიხეილ გავრილუკმა. საფუძველი იყო შემდეგი - სექს-ინდუსტრიიდან შემოსული ფული უკრაინის გაჭირვებულ ბიუჯეტს წაადგება და არ დაილექება კორუმპირებული სამართალდამცავების და მოხელეების ჯიბეებში. დეპუტატმა, რა თქმა უნდა, ამ არგუმენტებს ისიც დაურთო, რომ უკრაინელებს ლეგალიზება დაიცავდა ვენერიული სნეულებებისგან.
გავრილუკის საესტაფეტო ჯოხი აიღო ჯერ მიხეილ სააკაშვილმა და შესთავაზა რადას, რომ ლეგალიზება ოდესიდან დაწყებულიყო. მას აჰყვა კიევის პოლიციის უფროსი ალექსანდრე ტერეშუკი. ამ უკანასკნელის განცხადებით, ვინაიდან პროსტიტუცია იმყოფება კორუმპირებული სამართალდამცავების გავლენის ქვეშ და ძალიან რთულია ამ მოვლენასთან ბრძოლა - ამიტომ, ლეგალიზება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
თავის დროზე, ეს იდეა დაიბადა იური იუშენკოს პრეზიდენტობის დროს. მაგალითად, კიევის ამჟამინდელი მერი ვიტალი კლიჩკო სთავაზობდა იმ დროინდელ რადას პროსტიტუციის ლეგალიზება მომხდარიყო „ევრო 2102“ -თვის მზადების ფარგლებში. 
2015 წლის სექტემბერში, კანონპროექტის რეგისტრაციამდე რამდენიმე დღით ადრე, პეტრე პოროშენკოს ბლოკის თავმჯდომარემ, იური იაცენუკმა მხარი საჯაროდ დაუჭირა კანონპროექტს. უკრაინის პრეზიდენტის თანაგუნდელი დარწმუნებული იყო, რომ პროსტიტუციის ლეგალიზება ბოლოს მოუღებდა ჩრდილოვან ბიზნესს. 
დეპუტატი ნემიროვსკი თავის განმარტებით წერილში აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში პროსტიტუცია ლეგალიზებულია. ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იგი ლატვიას მიიჩნევდა. პოლიტიკოსმა სექს-მომსახურების განფასებაც დაურთო კანონპროექტს, მაგალითისთვის კი რატომღაც საბერძნეთი მოიყვანა. კანონის მიღების შემთხვევაში ქალაქის ცენტრში მდებარე ბორდელებში მომსახურების ფასი 30 ევრო იქნება, სახლში გამოძახებით - 70 ევრო. პარლამენტარმა არ გაამხილა თავისი მარკეტინგული კვლევის წყარო. მანვე ჩამოაყალიბა, რომ მეძავეები გაფორმდებიან როგორც მეწარმეები (ფიზიკური პირები), ხოლო ბორდელები იურიდიულ პირებად დარეგისტრირდებიან. მათი ოფიციალური სახელწოდება იქნება - სექს-დაწესებულება.   
ბოლოს კი ყველაზე საინტერესო ტექსტი კანონპროექტიდან:
„სახელმწიფომ თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს მეძავის იმიჯის ზრდას, მის განვითარებას, პროფესიულ წინსვლას. უნდა შეიქმნას შესაბამისი სეგმენტის პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათი უფლებების დაცვაზე იზრუნებს“ - წერია დოკუმენტში.
კანონპროექტის განხილვის შემდეგ სამი წელი გავიდა და იგი ძალაში არ შესულა. 2018 წლის 1 მარტის მიტინგი სწორედ  ხსენებული  კანონპროექტის რატიფიცირებას მოითხოვს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.