Russian English
ცოლის გვარზე 418 ქართველი მამაკაცი გადავიდა მარტო ერთ წელიწადში
სამშაბათი, 20 მარტი, 2018 - 21:46
საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია ინიციატივა გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მიზეზი კი შემდეგი გახლავთ - საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი,  რომლებსაც ევროპაში თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, სამშობლოში ბრუნდებიან, ნათესავის გვარზე გადადიან და   ისევ ევროკავშირის ქვეყნებს უბრუნდებიან.
აღნიშნული ინიციატივით, საქართველოს მოქალაქე გვარის შეცვლას სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოახერხებს. გამონაკლისს წარმოადგენს მეუღლის გვარზე გადასვლა. 
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წელს ე.წ. ვერტიკალური ხაზის ნათესავის გვარი მიიღო 1977 მამაკაცმა და 5467 ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი - 418 მამაკაცმა და 477 ქალმა.
2016 წელს, ნათესავის გვარი მიიღო 1678-მა მამაკაცმა და 5497-მა ქალმა. ამავე წელს მეუღლის გვარი მიიღო 398-მა მამაკაცმა და 464-მა ქალმა.
სუ, 2017 წელს 8 339 პირმა შეიცვალა გვარი. 
აქვე, პროცედურასაც აღვწერთ - მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმისთვის, რომ მოქალაქემ ნათესავის გვარი მიიღოს, აუცილებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგინოს პირადობისა და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. პროცედურა ფასიანია და 45 დღეს საჭიროებს. მეუღლის გვარზე გადასვლაზე მომსახურება უფასოა.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.