„საქართველოს სამეფოს“ ინტერნეტ გვერდი ისტორიულ ცნობებს აქვეყნებს.
მათ შორის, საუბარია მიტროპოლიტ თეოფილაქტე რუსანოვზე, რომელიც საქართველოს ეგზარქოსი იყო 1817-1821 წლებში.
ის ავიწროებდა ადგილობრივ მღვდლებს, თხრიდა საფლავებს.
რუსანოვი წმინდა ნინოს საფლავთან, დამბლის დაცემის შედეგად გარდაიცვალა და როგორც წიგნის - „ქართული ეკლესიის ბედი” რუსი ავტორი, ნ. ნ. დურნოვი წერს, ის ჭიებმა შეჭამეს.
ავტორი სხვა საეკლესიო პირებზეც საუბრობს, როგორებიც არიან:
ევგენი ბეჟნოვი, რომელიც საქართველოს ეგზარქოსი 1834-1844 წლებში იყო. მას მონასტრებისა და უდაბნოების გამჩანაგებლად მოიხსენიებენ;
მიტროპოლიტი ისიდორე ნიკოლსკი, საქართველოს ეგზარქოსი (1844-1858 წწ), რომელიც ეკლესიებს კუთვნილ მამულებს ართმევდა და ამით დასაბამი დაუდო საეკლესიო სიღატაკეს;
ევსევი ილინსკი - დურნოვი მას უკიდურესად გარყვნილს, თავშეუკავებელსა და ავხორცხს უწოდებს და დასძენს, რომ როცა ილინსკის ფული დასჭირდა, ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაყიდა, ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას.
„გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით. ამის შემდგომ ევსევმა ასეულობით ათასები ჩაიჯიბა”, - წერს ავტორი.
დურნოვი ასვე საუბრობს:
ეგზარქოს პავლეზე, რომელსაც ფიცხი ხასიათი ჰქონდა. მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, გადაწვა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო-ღვთისმსახურების წიგნი ქართული ეკლესია და ქართველი ხალხი დაწყევლა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, დიმიტრი ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისს წერილი ეგზარქოს პავლეს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა დაწყევლის გამო. პავლე ეგზარქოსის თხოვნით ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა.
“როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ იპოვეს (არის ვერსია, რომ დიმიტრი ყიფიანი მოკლა რუსმა ბერმა, თავში უთო ჩაარტყა. დიმიტრი ყიფიანი დაკრძალეს მთაწმინდაზე” - აღნიშნავს ავტორი.
დიდმიტრი ყიფიანს აკაკი წერეთელმა ლექსი განთიადი მიუძღბნა ქართულა ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა.
ეგზარქოსი პავლეკი ყაზანში გადაიყვანეს და იქვე გარდაიცვალა.
რაც შეეხება გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროს, იქ 1870 წლამდე ინახებოდა მილიონად სეფასებული განძეულობა, მათ შორის იყო, ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი შეცვალა საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. ამჟამად ეს ძვირფასი ოქროს მოჭედილობა ინახება პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც იგი გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი.
ასევე, ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტებით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი, რომელიც კონსტანტინეპოლის დაცემამდე (1453 წ.). იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოიყენეს გულქანდების დასამზადებლად. განძეული გატაცებაში ადანაშაულებენ გრაფ პინინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისაგან აიღეს.
ამავე დროს, ეგზარქოს ევსევის ხელშეწყობით სიონის ტაძრიდან, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ძვირფას მორთულობასთან ერთად გაქრა მრავალი ძვირფასი ნივთი.
ზუსტად ასევე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა: ოქროს ჭურჭელი, ჯვრები, და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან, განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან, სიონის ტაძრის საეკლესიო სალაროში შენახული მინიატურებიანი ხელნაწერები,იმერეთის კათალიკოსის მარგალიტით მოოჭვილი მიტრა, რომელიც დამშვენებული იყო ბრილიანტის ჯვრით დაერთ დროს მეფე ვახტანგ გორგასლის გვირგვინს ამკობდა, ლალის ჯვარი, რომელიც იმერეთის კათალიკოსს მიუძღოდა წინ, (სარდიონის ქვით შეცვალეს).
ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) სასწაულთმოქმედი ხატი, იგი იპოვეს ამავე ეკლესიის სხვენზე, მაგრამ მოჭედილობა აღარ ჰქონდა. ასევე გაქრა სიონის ტაძრიდან ნინოწმინდის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ძვირადღირებული ოქროს მოჭედილობა ამშვენებდა.
პავლეს მსგავსად ეგზარქოს პალადის დროსაც უამრავი ძვირფასეულობა გაქრა. მან თავის საყვარელ მხატვარ ეორვნებით სომეხ საბინგუსს, თითქოსდა ახალი მოჭედილობის გასაკეთებლად, ნება დართო სამეგრელოსა და გურიის მონასტრებიდან გაეტანა უძველესი ხატების საუკეთესო და ძვირფასი მოკაზმულობა. საბინგუსმა მარტვილის, ხობის, ჯუმათის და შემოქმედის მონასტრებიდან წაიღო ძვირად ღირებული და ოსტატურად შესრულებული მომინანქრებული ხატები, მანამდე კი გელათის მონასტრის ხატებიდან გაიტაცა არაჩვეულებრივი ტიხრული მინანქარი. მონასტრებიდან წამოღებული მთელი განზეულობა საბინგუსმა ეგზარქოს პალადის წარუდგინა, მან კი ნება მისცა, რომ ყველაფერი ეს გაეყიდა. ნაწილი მინანქრებისა შეიძინა ცნობილმა სიძველეთა მოყვარულმა გრაფმა ზვენიგოროდსკიმ. ამჟამად (1907 წელს. გ. მ.) საქართველოს საუკეთესო და მდიდრული მანუსკრიპტები ინახება ლონდონის, პარიზის, ვენის, ბერლინის, რომის ბიბლიოთეკებში, სადაც ისინი საღდებოდა ფულისმოყვარულ ეგზარქოს ევსევის დროს.
სამაგიეროდ, დღეს-დღეობით თბილისის მუზეუმებში შეიძლება იხილოთ მინიატურებამოჭრილი უამრავი მანუსკრიპტი.