Russian English
ვინ არის „ციყვი“, ვის გამოც პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა
სამშაბათი, 27 მარტი, 2018 - 13:08
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ. რუსთავი2-ს, მისივე თხოვნით, უჩა ნანუაშვილის დასკვნა, რომელიც მანამდე  გაზეთში დაიბეჭდა, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტმა გადაუგზავნა. ესეც იმიტომ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა დასკვნა არ მისცა „რუსთავი2“-ს. 
ამჯერად  გთავაზობთ საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის - ეკა მესხიძის წერილს, რომელმაც ის „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტს გამოუგზავნა 2017 წლის 1 დეკემბერს.
 „გიგზავნით ჩემი 2016 წლის 29 აგვისტოს N11142/16 განცხადების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიღებულ დასკვნა/რეკომენდაციას, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ჩემს მიმართ ჩადენილი შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით ამ თემით და საზოგადოებამდე (დაშტრიხულად) მიიტანთ ჩემს ტკივილს. დიდი ხანია ვფიქრობ, თქვენთვის მომეწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი ისევ და ისევ იმის გამო, რომ მე კიდევ უფრო მეტად დავისაჯე მას შემდეგ, რაც ჩემი უფლებების დასაცავად სახალხო დამცველს მივმართე, გავბედე და ხმა ამოვიღე. დღემდე ვარ დისკრიმინაციის მსხვერპლი და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მტკივნეულია ცხოვრება უსამართლობის და დაუსჯელობის გრძნობით. რთულია, გადმოგცეთ ის ტკივილი, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განვიცადე და მიუხედავად ამ ტკივილისა, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. ფაქტიურად მე ვიყავი პირველი ქალი, რომელმაც ამ პრობლემაზე ღიად (თუმცა, არც თუ ისე ღიად) დააფიქსირა და ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ძვრები დაიწყო. ვგულისხმობ, პარლამენტის მხრიდან  საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაწყებას, რამაც ქვეყანაში უნდა დაარეგულიროს შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დანაშაული. თუმცა, სამწუხაროა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის ამ დანაშაულის სირთულე და საკითხის სენსიტიურობა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კონფიდენციალურობას ვთხოვ ყველას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც არ ვერიდები სოციალურ ქსელებში გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და მხარდაჭერა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ფაქტიურად, ეს იყო ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც რეალურად დამიცვა ჩემს ქვეყანაში, რომელმაც ადეკვატურად შეაფასა ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და დარღვეული უფლებები (სამწუხაროდ, არასათანადო კანონმდებლობის და რეგულაციების გამო, ვერ მოახდინა შესაბამის სადამსჯელო ღონისძიებებზე რეკომენდაციის გაცემა).
გამიგრძელდა წერილი, მაგრამ, რადგან პირადად არ მომეცა საშუალება მესაუბრა თქვენთან, გადავწყვიტე წერილობით მომეთხრო. ყველაზე მთავარი, რაც მინდოდა თქვენამდე მომეტანა არის სხვა პრობლემა და ვფიქრობ
პატივისცემით, ეკა მესხიძე“.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.