Russian English
„ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი ბავშვები“ - რა სკანდალი შეიძლება მოჰყვეს სახელმძღვანელოების კონკურსს?!
ხუთშაბათი, 29 მარტი, 2018 - 19:51
ცნობილი ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი და მთარგმნელი მარიამ წიკლაური სკოლის სახელმძღვანელოების შერჩევასთან დაკავშირებით თავის აზრს შემდეგნაირად აფიქსირებს:
 
- მრავალთა მიზეზთა გამო…  ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი ბავშვები! ესაა ჩემი დასკვნა. კიდევ? ჩვენ აზრზეც არ ვართ , რას წერენ ჩვენი მწერლები? და უარესი, ჩვენ საერთოდ ვერ ვხვდებით რა,როგორ და რა მიზნით უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს და იმასაც ვერ ვხვდებით რომ საქართველოსაც სხვა ქვეყნებივით 21-ე საუკუნე უდგას. შედით და მთელი თვე მიუძღვენით ამ სახელმძღვანელოების ნახვას - ღია რეჟიმია. ბევრი სათქმელი მაქვს ,უნდა როგორმე ვთხოვოთ ამ განათლების სამინისტროს, რომ არაა საჭირო ამდენი სახელმძღვანელოს არსებობა, მაქსიმუმ 3-4 ალტერნატიული წინი იკმარებს. განსაკუთრებით ეს მე-19 საუკუნის „კამბეჩოვანი "ტექსტები მაგიჟებს. ლიტერატურა რომ არ გვქონდეს, ავტორები რომ არ გვყავდეს, კიდევ ჰო, მაგრამ რისთვის წერს და რისთვის ქმნის ეს ხალხი? თანამედროვე ბავშვის სამყარო ნუთუ იგივეა, რაც მე-19 საუკუნის ბავშვისა იყო? სადაა ან ქალაქი, ან ბავშვი,  თანამედროვე გარემო თავისი გამოწვევებითა თუ რითიცაა, სად? ვისთვის წერთ ამ წიგნებს? ვისთვის?
მხოლოდ მე-2 კლასის,მხოლოდ მოსწავლის ქართულის წიგნის რაოდენობაა - 9 ! დადექი და განიხილე,თუ ბიჭი ხარ!
„ყვითელი ფოთლები მალე ბლომად წამოვლენ ხეებიდან" ან „მესამე სხივი(მზის) საქათმეში შევარდა" - ასეთი წინადადებებით იხსნება მე-2 კლასის ქართულის ერთ-ერთ-ერთი სახელმძღვანელო. 
ეს კი ლექსიდანაა:
„ტატან-ტატან-ტატანავ
შენ ვარსკვლავო პატარავ"
გულწრფელად ვითხოვ პატიებას, ეს სახელმძღვანელოები კოდითაა წარმოდგენილი განათლების სამინისტროს საიტზე, ღია განხილვის რეჟიმში და ზედ არ აწერია არც შემდგენელი, არც გამომცემელი, ზოგში არის ავტორები ტექსტებზე მითითებული, და ზოგან არცაა. ეს ლექსი შემხვდა მე-2 კლასის ერთ-ერთ წიგნში. ბოდიშს ვუხდი ანონიმ ავტორს, მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ბავშვი ამას იოლად დაისწავლის ან არის საჭირო ამ ტექსტის წიგნში შეტანა?
 
„მე ვარ მე და შენ ხარ შენ.
მე რომ ვამბობ, შენ ისმენ.
შენ რომ ამბობ, ჩუმად ვარ,
შენი გაგება მინდა.
წაიქცევი - მე გიშველი,
ბურთს თუ ურტყამ, კარში ვდგები,
დამიჭერ, რომ გავიქცევი,
დამისტვენ - წინ გავიჭრები,
პინგს ჩამაწვდი, პონგს დაგირტყამ,
რომ ვიმღერებ, - დოლს დამიკრავ.
ამას მარტო ვერვინ იზამს,
ჩვენ ერთად მივაღწევთ მიზანს.
მე და შენ და შენ და მე 
დაიხსომეთ, ეს ვართ ჩვენ“
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.