Russian English
აშშ-ს ვიზას ვეღარ მიიღებთ, თუ Facebook-ის აქაუნთის მონაცემებს არ წარადგენთ?!
შაბათი, 22 სექტემბერი, 2018 - 20:43
აღნიშნული შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სოციალური ქსელის მომხმარებელს. აშშ-ს საელჩოს შეუძლია ყველა ადამიანს, ვინც მიმართავს მას ვიზის მისაღებად, დამატებითი ანკეტის შევსება შესთავაზოს და მოქმედი სოციალური ქსელის  აქაუნთის მონაცემები მოსთხოვოს       
გარდა სოციალური ქსელების აქაუნთებისა  (თანაც, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში), ვიზის მაძიებლებს შეიძლება მოსთხოვონ მათი დეტალური ბიოგრაფია ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაძიებელთა სამუშაო ადგილებით
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, ეს ზომები მიღებულია ნაციონალური  უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. 
აქვე დავძენთ, რომ ვიზის მაძიებელი არ არის ვალდებული ანკეტაში მითითებულ ყველა კითხვას გასცეს  პასუხი. თუმცა, მისმა უარმა შესაძლოა შეაფერხოს ვიზის გაცემის პროცედურა ან სულაც, უარი მიიღოს.
საქმე იმაშია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს. ძირითადად, მუსულმანური აღმსარებლობის მქონეებს. აღნიშნული აკრძალვა ტრამპმა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ახსნა. თუმცა, ამავე განკარგულებამ აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, ხოლო დოკუმენტის ამოქმედება აშშ-ს სასამართლომ შეაჩერა. მარტის თვეში ტრამპმა მიგრანტების შესახებ ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, სადაც ასევე მკაცრი მოთხოვნები იყო წამოყენებული. თუმცა, ეს უკანასკნელიც სასამართლომ დაუბლოკა.  
ასე და ამრიგად, როგორც CNN-ი იტყობინება, ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით, პოტენციურმა ემიგრანტებმა აშშ-ის ვიზების მოთხოვნისას, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მათი ანგარიშების მონაცემები უნდა წარადგინონ. .
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.