Russian English
მსოფლიოს ათეულში შესული ფსიქოთერაპევტი საქართველოშია!
ხუთშაბათი, 05 აპრილი, 2018 - 12:32
იგი მსოფლიო ქირომანტების ათეულში შედის. არის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი  და საფრანგეთის კომპლემენტარული სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. მსოფლიოში პირველი მეცნიერი, რომელმაც გააერთიანა ქირომანტია, ფსიქოთერაპია და ხალხური მედიცინა.
დღეს ანდრეი ლომაისკი საქართველოშია. ჩვენთან საუბარს, ქირომანტიის, როგორც მეცნიერების საფუძვლების ახსნით იწყებს:
- შეხედეთ თქვენს ხელის გულს - მასზე ხაზები, სიცოცხლის ხესავით არის განშტოებული და უამრავ ნიშანს ფარავს. ოსტატს ერთი შეხედვით შეუძლია დაინახოს და წაიკითხოს თქვენი წარსული, აწყმო და მომავალი...  გადადგით ნაბიჯი ახალ რეალობაში. ქრომანტიის მეცნიერება თქვენ გიკარნახებთ, რა მოგიმზადათ ბედმა. ყველაფერი, რაც თქვენთვის იქნება საჭირო, ეს არის მიიღოთ ინფორმაცია და კარგად შეხედოთ, რა არის პირადად თქვენთვის განსაზღრვული. თქვენზეა დამოკიდებული - შეეგუოთ არსებულ ვითარებას თუ საკუთარი ბედი მართოთ. ჩემი მიზანია, რომ რჩეულ მოწაფეებს მივაწოდო იღბლის მართვის მეთოდები და საზოგადოებას მოვუყვე ნამდვილი ისტორია იმის ც რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია გახდეს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი. 
- რა ხდება ამის შემდეგ?!
- ადამიანის შინაგანი ძალების აღდგენა საკუთარი მიზნების მისაღწევად, ბალანსის განსაზღვრა და დამაგრება,  საკუთარი ქვეცნობიერის გადაწყობა სამყაროს პოზიტიური აღქმის მიზნით. დროის მართვის გამომუშავება; დაგროვილი ნეგატივის განეიტრალება და ა.შ.
- რისგან უნდა დავიწყოთ?
- თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ საკუთარი ცხოვრების სცენარი  თავიდან გადაწეროთ, პირველ რიგში განზე გადადეთ შფოთი და ნერვიულობა. ნუ გაუშვებთ თქვენს ძალას და ენერგიას ჰაერში. მთავარია გაარკვიოთ, რას გიმზადებთ თქვენი ბედმა. და როგორც კი ამ სცენარს შეიტყობთ, თქვენთვის ცხადი გახდება, რამდენად ღრმად ჩაეფალით ავადმყოფურ მოგონებებში. ამის გარკვევა იქნება სწორედ თქვენი ბედნიერების დასაწყისი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გარეთ გამოვა და თქვენი ცხოვრების სივრცეს შექმნის. ნუ იქნებით დამოკიდებული გარემოებებზე. ისინი უბრალოდ არის, ისევე როგორც არის დღე და ღამე, მთვარე და მზე. მიიღეთ ისინი, როგორც აუცილებელი და არსებული მოცემულობები, მაგრამ თქვენი ცხოვრება თავადვე გამოჭედეთ. თქვენ ხომ იმისთვის გაჩნდით, რომ იყოთ ბედნიერნი და წისნვლისთვის მზადმყოფნი.
- და მართლა ეს შესაძლებელია?
- არ მიკვირს ეს კითხვა, იმიტომ რომ ადამიანთა უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს იმის შესახებ, რომ ეს შესაძლებელია! ჩემი ცოდნისა და თქვენი პოტენციალის გამოყენებით, თითოეულ ჩემს პაციენტს შეუძლია იმ ცხოვრების მიღება საჩუქრად , რასაც წარმოიდგინს თავის კინოპროექტორში. 
- ყველაზე ხშირად რა კონტიგენტი მოგმართავთ?
- ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ. ზოგადად, ინტერესი ყველას აქვს და შესაბამისად, ჩემი მომსახურებით სარგებობს ნებისმიერი. ხელმძღვანელები პირები, რომლებიც სამსახურში იყვანენ ახალ სტაფს; დედები, ბავშვის განვითარების მიმართულება რომ განსაზღვრონ... თუმცა, აქვე დავძენ, რომ ჩემი კლიენტების 60% ძლიერი სქესია. მომართავენ იმაზე, თუ როგორ გამოვიდნენ დეპრესიიდან, თავიდან აიცილონ აგრესია, მარტივად რომ ვთქვათ, იგრძნონ თავი ბედნიერად. ზოგადად, არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავისი ბედი არ აინტერესბს. ამისთვის მე მჭირდება, მხოლოდ თქვენი  კარგი მეხსიერება, ინტუიცია, ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნა და რაც მთავარია, სიყვარული საკუთარი საქმის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ ანალიზი გაუეკეთო ადამიანის ხელისგულზე გადაშლილ ხაზებს და ბოლომდე ჩაწვდე ქირომანტიის მეცნიერულ საფუძვლებს. ჩემნაირი პროფესიონალისთვისაც კი, რომელმაც ქირომანტიის ნიჭი ბებიისგან მიიღო და რომელსაც, არსენალში მაქვს ინდური, ჩინური, არაბული, იაპონური და ა.ს. სკოლების მთელი არქივი, მეც კი ვათვითცნობიერებ იმას, რომ ყოველდღიური პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია ცოდნის დაგროვება.  
- და მაინც, რით შეიძლება დაგვეხმაროს ქირომანტია?
- ქირომანტია საშუალებას გვაძლევს ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი დავხატოთ, ამოვიცნოთ მისი ხასიათი, მონაცემები, ნიჭი... გავერკვეთ მის პირად ცხოვრებაში და პრობლემების არსში. მაგალითად,   თითების ფალანგების სიგრძის მიხედვით ადამიანს შეგიძლია მისცე რჩევა, როგორ მოიქცეს თავის მეორე ნახევართან. კორექციული ქირომანტიის საშუალებით კი, ხელის გულზე საჭირო ნახაზის გავლების შემდეგ, წერტილოვანი მასაჟის შემდეგ, შეიგვიძლია გარკვეული უიღბლობები თავიდან ავიცილოთ. როგორც წესი, ამისთვის საკამრიისა, 3-5 სეანსი. სწორედ კორექციული ქირომანტია ხელს უწყოვს პოზიტიური სტრუქუტრის ჩამოყალიბებას ადამიანში. ეს კი ნებისმიერ საქმეში წარმატების საწინდარია.
- რა დაავადებებს კურნავთ?
- 25-30 სახეობას შემდეგი დაავადებების ჩათვლით: ფარისებრი ჯირკვალი, შაქრის შემცირება სისხლში, თავის ტკივილი, უძილობა, სახსრების ტკივილი, სისხლძარღვთა სისტემის გააქტიურება. მათ უმეტესობას, გაგიკვირდებათ, მაგრამ საფუძვლად უდევს ეგოიზმი და პიროვნული პრობლემები. ჩვეულებრივი კურსი შეადგენს 5-7 სეანს. მკურნალობის დროს გამოიყენება შიაცუს წერტილოვანი მასაჟი, რომელიც 140 დაავადებას კურნავს.
- ყველაზე ხშირად რა პრობლემებით გაკითხავენ?
- დეპრესია, გარღვევები პირად ცხოვრებაში, ფინანსები, ბიზნესი, გადაუწყვეტავი საკითხები კონკურენტებთან და ა.შ.
 
ასე რომ, ქართულ საზოგადოებას უნიკალური  შესაძლებლობა ეძლევა ანდრეი ლომაისკის მიღებაზე ჩაეწეროს და ტრენინგებზე მოხვდეს. 
 
 
ესაუბრა გიორგი საკარული
 
ანდრეი ლომაისკისთან ჩაწერეზე დაუკავშირდით თბილისის ადმინისტრაციას (+995 599 107117)  
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.