Russian English
თითო დაშავებულ მუშაზე კომპანიას 300 ათასი ლარის გადახდა მოუწევს
სამშაბათი, 10 აპრილი, 2018 - 08:34
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. შახტის მფლობელი კომპანიის, „საქნახშირის“ წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია „სამთო დარტყმამ“ გამოიწვია.
 
მომხდარის გამო დედაქალაქის მერმა  კახა კალაძემ, როგორც იქნა აღიარა, რომ სამწუხაროდ,  ეს პირველი შემთხვევა არ არის.
 
„ჩვენ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების ინიციატორი ვიყავით. მოვითხოვეთ, რეგულაციები გამკაცრებულიყო, რადგან ადამიანების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. თუ საჭიროა, კიდევ დამატებით რაიმე რეგულაციის შემოღება, შეიძლება, პარლამენტთან ერთად ვიმსჯელოთ, რათა რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
9 აპრილს, ტყიბულში ადგილობრივებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ადამიანებმა მდუმარე აქცია გამართეს. რითაც, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილი მეშახტეების სულებს პატივი მიაგეს.
 
კულუარებში კი იმაზე საუბრობენ, რომ უკვე მზადდება პარლამენტში წარსადგენი ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც თითო დაშავებულ მუშაზე (სიმძიმის მიხედვით), დამსაქმებელ კომპანიას 100-300 ათასამდე ლარის გადახდა მოუწევს.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.