Russian English
ბოტანიკური ბაღი გლდანში გადადის?!
სამშაბათი, 10 აპრილი, 2018 - 08:52
თბილისში, გლდანის მე-6 მიკრო რაიონში 13 000 კვ მეტრზე უზარმაზარი პარკი  მოეწყობა. 
„აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ აქ ავაშენებდით ერთ-ერთ საუკეთესო პარკს. როგორც დაპირება იყო, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერის  განცხადებით, პროექტი მზად არის და სამუშაოები გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. უცნაურია, მაგრამ, მერის ამ განცხადების შემდეგ, გლდანელებს რატომღაც იმედი გაუჩნდათ, რომ სწორედ გლდანში გადმოდის ბოტანიკური ბაღი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უანასკნელი 127 ათას ჰექტარზეა გაშენებული.  
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.