Russian English
საშიში წყალგამაცხელებლის კიდევ ორი მსხვერპლი
ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 - 10:24
ორი ადამიანი გარდაიცვალა 11 აპრილს პეკინის გამზირის 14 ბ-ში მდებარე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში. „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა ადგილზე დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რისი მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალული და საშიშია. „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ თანამშრომლები გაზგაყვანილობის გეგმიური შემოწმების მიზნით აღნიშნულ მისამართზე რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ. თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბინის შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან კარი არავინ გააღო. 
გასული წლის ოქტომბრის თვიდან „ყაზტრანსგაზ - თბილისმა“ სოციალური კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მედია საშუალებებით, არაერთგზის გაფრთხილდა  მომხმარებლები, რომ ღია კამერიანი გაზის გამაცხელებლები და გამათბობლები სახიფათოა სიცოცხლისათვის. ყველა მომხმარებელმა უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე (114) და მოითხოვოს ნაქირავები ან დაგირავებული ბინების შემოწმება, რადგან უბედური შემთხვევების უმეტესობა სწორედ ასეთ ბინებზე მოდის. აღნიშნული ტრაგედიაც სწორედ ნაქირავებ ბინაში მოხდა. 
ასე რომ, მომხმარებლებს უმორჩილესად ვთხოვთ - გაუფრთხილდნენ საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს. უარი თქვან ღია კამერიან დანადგარებზე და გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.