Russian English
მერაბ ნინიძის ხმა (არა როლი) უცნობილეს ამერიკულ ტელესერიალში
ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 - 22:12
ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე, Showtime-ის ცნობილი სერიალის, Homeland-ის („სამშობლო“) მეშვიდე სეზონის მეცხრე ეპიზოდში მონაწილეობს, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ მისი ხმა ისმის.
ნინიძის პერსონაჟი რუსი დაზვერვის თანამშრომელი, გვარად მიროვია, რომელიც აშშ-ის ქალი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი საიდუმლო ოპერაციის ხელმძღვანელია. 
ამასთან, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, BBC One-ისა და AMC-ს ერთობლივ სერიალ „მაკმაფიას“, რომელშიც მერაბ ნინიძემ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, აშშ-ში, AMC-ზე აჩვენებენ.
შესახსენებთ, რომ Homeland („სამშობლო“) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ტელესერიალია. მას მაყურებელთა უდიდესი რაოდენობა ჰყავს მთელ მსოფლიოში.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.