Russian English
NTV Plus საქართველოს წამყვან არხად გადაქცევას გეგმავს
ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 - 22:20
რუსეთის სახელმწიფო კომპანია და „გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის.
NTV Plus-ის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფია“. „გაზპრომმედიის“ გენერალური დირექტორის დიმიტრი შერნიშენკოს განცხადებით, ქართულ კომპანია „მედია ჯგუფთან“, რომელიც NTV-ს კუთვნილი 20-ზე მეტი არხის რეტრანსლირებას ახდენს, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.
ქართული „მედია ჯგუფი“ 2017 წელის სექტემბერს დაფუძნდა, რომლის 50%-ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%-ს კი - გულნარა ხეჩოშვილი.
NTV Plus-ის ინფორმაციით, ისინი ქართველ მომხმარებლებს მომსახურების ორ პაკეტს შესთავაზებენ. პაკეტები გასართობ, შემეცნებით, ინფორმაციასა და სპორტულ არხებს მოიცავს. კომპანია ქართულ ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს.
„გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს” – აცხადებს რუსული ტელეოპერატორის გენერალური დირექტორი მიხაილ დიომინი. მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი, უფრო მეტიც, ქართულ ბაზარზე შემოსვლას კომპანიის „სოციალური მისიით” ხსნის.
NTV Plus -თვის უკვე გაცემული აქვს ავტორიზაცია მაუწყებლობის მარეგულირებელ კომისიას. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.