Russian English
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი დაპირება ვერ შეასრულა
ხუთშაბათი, 12 აპრილი, 2018 - 10:32
თბილისის მერმა კახა კალაძემ 2017 წლის 15 ნოემბერს სამგორის რაიონის გამგებლად დავით კერესელიძე წარადგინა.
როგორც კერესელიძემ წარდგენისას აღნიშნა, სამგორის რაიონში უამრავი სოციალური პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც სახელმწიფოს დახმარებითა და კერძო ინვესტიციებით გეგმავდა.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ამ გუნდის წევრი და შევასრულოთ ყველა მიცემული დაპირება. სიცოცხლით სავსე უბნიდან, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება სიცოცხლით სავსე ქალაქის ცხოვრება. სამგორის რაიონს ადრე საქარხნო რაიონი ერქვა. იქ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, არის სოციალური პრობლემები და ავარიული ბინები. ჩვენ აღვრიცხეთ და დავადგინეთ, რომ ავარიული ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა სამგორშია. ამას სახელმწიფო თავისი ძალით ვერ მოერევა. პირობას ვდებთ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას კერძო საინვესტიციო პროექტებითა და სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით შევძლებთ“, – განაცხადა დავით კერესელიძემ, თუმცა მან დაპირების შესრულება ვერ შეძლო, ამიტომაც, მან 2018 წლის 12 აპრილს თანამდებობა დატოვა.
გამგებლის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.