Russian English
პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდი „ჰოლსტენი“ უკვე საქართველოშია
სამშაბათი, 22 მაისი, 2018 - 14:08
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდის „ჰოლსტენის“ წარმოებას იწყებს. როგორც კომპანიის ბრენდმენეჯერმა მიხეილ ქურდაძემ აღნიშნა, რაინდი H, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პარალელურად გამოჩნდა, პრემიუმ ლუდი ჰოლსტენის მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. 
„რაინდის ვიზუალი ლუდის ლოგოს ანალოგია. ამით იმის თქვა გვსურდა, რომ მსოფლიოში აღიარებული გერმანული პრემიუმ ლუდი უკვე საქართველოშია და ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რაინდი H-მა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყნისათვის აქტუალური თემა იყო, ეს იყო საერო დღესასწაული, მუსიკალური ფესტივალი თუ სხვა ღირშესანიშნავი მოვლენა. ლუდი „ჰოლსტენიც“ სწორედ ასე იქნება ყველგან, სადაც ხალხია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ კითხვას თუ ვინ არის რაინდი H პასუხი გაეცა, ამით კამპანია არ დასრულებულა“,- განაცხადა მიხეილ ქურდაძემ
 
 
სს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორის კახაბერ კოტრიკაძის თქმით, გერმანული პრემიუმ ბრენდი „ჰოლსტენი“ მომხმარებლების საკუთრებაა. 
„ლუდის ნამდვილი მოყვარულები, ჩვენი კომპანიისგან მუდმივად ელიან სიახლეებს. სიახლე, რომელსაც ჩვენ დღეს მათ ვთავაზობთ ოვაციებს იმსახურებს. გერმანული პრემიუმ ბრენდი „ჰოლსტენი“ დღეიდან მათი საკუთრებაა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე, ყველა ლუდის მოყვარულის ცხოვრებაშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. „ქართული ლუდის კომპანია“ გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე სიახლეს გამოიტანს ბაზარზე“,- აღნიშნა კახაბერ კოტრიკაძემ. 
რაც შეეხება ლუდს, დღეიდან ის ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით 0.5 შუშისა და ქილის და 1 და 2.5 ლიტრიან შეფუთვებში. აღსანიშავია, რომ ლუდსახარში „ჰოლსტენი“ და მისი ბრენდი მსოფლიო ლუდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტის „კარლსბერგის“ ჯგუფის წევრია, რომლის მსოფლიო ბაზრის სამომხმარებლო წილი ასე გამოიყურება: დასავლეთ ევროპა (47%), აღმოსავლეთ ევროპა (31%) და აზია (27%). მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლუდსახარში „ჰოლსტენი“ გერმანიის ქალაქ ჰამბურგის გულში 1879 წელს დაარსდა. სახელწოდება „ჰოლსტენი“ ერთ-ერთი ნორდიკული ტომის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ დღევანდელი ჰამბურგის ტერიტორიაზე სახლობდა. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში „ჰოლსტენის“ ტომი აღწერილია, როგორც თავისუფლების მოყვარული , ძლიერი, მხნე ხასიათისა და სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეული ტომი.
ლუდი „ჰოლსტენი“ პოპულარულია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპასა და აზიის ქვეყნებში. მხოლოდ გერმანიაში მისი სამომხმარებლო წილი 11%-ია. 2017 წლის მონაცემებით, „ჰოლსტენის“ გაყიდვები გლობალურ ბაზარზე 11.9 მილიონი ჰექტოლიტრია, რაც საქართველოში სხვა გერმანული ლიცენზირებული ლუდების გაყიდვებს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით 91%-ს აღემატება.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.