Russian English
თურქულ-არაბული კომპანია „კირკიტაძე და კომპანიას" სამუშაოს საფასურს არ უხდის
ოთხშაბათი, 23 მაისი, 2018 - 14:41
23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში „კირკიტაძე და კომპანიასა“ და თურქულ-არაბული კომპანიას, „გრინვაილდ ჯორჯიას“ შორის მიმდინარე დავის განხილვა გაიმართა.
საჩივარი სასამართლოში „კირკიტაძე და კომპანიამ“ შეიტანა, რადგან როგორც ხელმძღვანელი, როსტომ კირკიტაძე აცხადებს, „გრინვაილდ ჯორჯიას“ დაკვეთილი სამუშაოს საფასურის გადახდა არ სურს.
„გრინვაილდ ჯორჯიამ“ კირკიტაძე და კომპანიას ტაბახმელაში მათ მიერვე შესყიდული ნაკვეთის შემოღობვა დაუკვეთა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად შემოღობვისთვის კონკრეტული დრო არ იყო განსაზღვრული. „კირკიტაძე და კომპანიას“ ღობე სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩაებარებინა. მიუხედავად ამისა, თანხის გადახდამდე არაბული კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ „კირკიტაძე და კომპანიას“ განუცხადა, რომ სამუშაოების შესრულება დააგვიანეს და ანაზღაურებას ვერ მიიღებდნენ. ამიტომაც როსტომ კირკიტაძემ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.
„ფაქტებს ვერსად წაიღებენ, რა თქმა უნდა საქმე ს ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ ტყუილად რატომ გვაწვალებენ? თანხა უნდა გადაგვიხადონ. სამუშაოებისთვის საჭირო ფული სესხადაც ავიღე და ხომ უნდა გადავიხადო? ბიუჯეტში ანგარიშსწორება ვერ მოვახდინე, საშემოსავლოც  უნდა გადავიხადო. მათ ქონება უდევთ და არ აღიარებენ, რაც, ცხადია, კრიმინალია. ქონების ღირებულება 100000-ობით ლარს უდრის. მე დავდიოდი და პარლამენტსა და საკრებულოში ვამტკიცებდი, რომ ინვესტორები არიან და ხალხი დასაქმდება, თუმცა შევცდი. ყველაფერი ამოთხარეს, წალკოტი გააფუჭეს და იე დატოვეს.  უნდათ მიწები დაჭრან და ისე გაყიდონ, ასე მიიღებენ ათმაგ მოგებას და საერთოდაც არ უნდათ მშენებლობის დაწყება, ეს ტყუილი იყო. ჩვენ ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის შემდეგ მათ უფლება ჰქონდათ, ან ხელი მოეწერათ ჩაბარებაზე, ან წარმოედგინათ პრეტენზია, მათ არ მოუხდენიათ რეაგირება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ღობე უკვე ჩაბარებულად ითვლება. რაც ჩვენ შევწყვიტეთ მუშაობა ტაბახმელაში ადგილობრივები აღარავის დაუსაქმებია“, - განაცხადა როსტომ კირკიტაძემ პროცესის დასრულების შემდგომ.
„გრინვაილდ ჯორჯიას“ ადვოკატის თქმით ხელშეკრულება მხარეებს შორის უვადოდ კომპანიის არაბი წარმომადგენლობის უვიცობის გამო დაიდო, კერძოდ ის ქართულ კანონმდებლობას არ იცნობდა და ამით კირკიტაძე და კომპანიამ“ ისარგებლა.
„კირკიტაძე და კომპანია“ „გრინვაილდ კორჯიას“ კიდევ სამ საქმეზე უჩივის. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.