Russian English
“დინამო” ბათუმის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე
პარასკევი, 05 იანვარი, 2018 - 12:43

თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ, საკუთარ მოედანზე, ბათუმელები პირველად ითამაშებენ.

„დინამო“ ბათუმი ანგისის ბაზაზე ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე 18:30 წუთზე საზეიმო ვითარებაში ანგისის ბაზა ოფიციალურად გაიხსნება.
ანგისის სპორტული ბაზა 1 575 მაყურებელს იტევს, რომელიც 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილებისგან შედგება. ბაზაზე მოედნებს ბუნებრივი და ხელოვნური საფარი აქვთ.
დამხმარე ნაგებობა 3 სართულიანია, სადაც განთავსებულია ბაზის ადმინისტრაცია, ფეხბურთელებისთვის კი სავარჯიშო დარბაზები და სამედიცინო ოთახია მოწყობილი. მეოთხე სართულზე კი მედიისთვის სპეციალური ტერასაა მოწყობილი. დამხმარე ნაგებობაც ასევე ადაპტირებულია.
მშენებლობა გასული წლის დეკემბერს დასრულდა და იგი 4 მილიონ 116 ათასი ლარი დაჯდა. ტერიტორიის ფართობი 78 ათას 772 კვადრატული მეტრია.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.