Russian English
საქართველოს თექვსმეტწლამდელ ხელბურთელთა ნაკრები ევროპისთვის ემზადება
ორშაბათი, 28 მაისი, 2018 - 12:59
საქართველოს თექვსმეტწლამდელ ხელბურთლ გოგონათა ნაკრებმა ორი მატჩი გამართა აზერბაიჯანელ თანატოლებთან და ორჯერვე ფრედ ითამაშა - 29-29, 21 21. 
 
ორივე გუნდი ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 2-6 ივლისს  გაიმართება შვედეთში. საქართველოს გოგონათა ნაკრებს თელავში, 14-28 მაისს, ორკვირიანი შეკრება  აქვს და სამი დღით სტუმრად აზერბაიჯანის ნაკრებიც მიიღო. 
 
პირველი შეხვედრა 29-29 მორჩა, მეორეში კი აზერბაიჯანმა პირველი ტაიმი 12-8 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის შუისთვის წინ უკვე მასპინძლები იყვნენ 17-14. 
 
ჩვენები იგებდნენ დასრულებამდე სამი წუთით ადრეც (21-18), მაგრამ ბოლოში  აზერბაიჯანმა ანგარიში გაათანაბრა.
 
ჩვენს გუნდში, ანდრეი პორტნოისა და ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, შეკრებაზე 16 ხელბურთელია საქართველოს 5 კლუბიდან. შეკრებას ტრავმის გამო ტოვებს გუნდის ძირითადი გამთამაშებელი დასაუკეთესო ბომბარდირი, ფოთელი ნენო ჯგერენაია, რომელიც გუნდს თვის ბოლოდან შეუერთდება. რაცშეეხება შვედეთის ტურნირს, ის ტრადიციულია და ივლისის დასაწყისში იმართება ქალაქ გიოტენბურგში. 2 წლის წინ იქ იასპარეზა ჩვენი გოგონების 18-წლამდელთა ნაკრებმა, მას შემდეგ კი შეჯიბრების რეგლამენტი შეიცვალა და მონაწილეთა ასაკი შემცირდა - კენტ წლებში იმართება 17-წლჩვენს გუნდში, ანდრეი პორტნოისა და ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, შეკრებაზე 16 ხელბურთელია საქართველოს 5 კლუბიდან. შეკრებას ტრავმის გამო 
 
ტოვებს გუნდის ძირითადი გამთამაშებელი და საუკეთესო ბომბარდირი, ფოთელი ნენო ჯგერენაია, რომელიც გუნდს თვის ბოლოდან შეუერთდება. რაც შეეხება შვედეთის ტურნირს, ის ტრადიციულია და ივლისის დააწყისში იმართება ქალაქ გიოტენბურგში. 2 წლის წინ იქ იასპარეზა ჩვენი გოგონების 
 
18-წლამდელთა ნაკრებმა, მას შემდეგ კი შეჯიბრების რეგლამენტი შეიცვალა და მონაწილეთა ასაკი შემცირდა - კენტ წლებში იმართება 17-წლამდელ ჭაბუკთა ტურნირი, ლუწ წლებში - 16-წლამდელ გოგონათა. ამ ასაკობრივ კატეგორიებში ადრე ევროპის ჩემპიონატები არ იმართებოდა, 2017 წლიდან კი ეს სტატუსი 
 
მიენიჭა სწორედ გიოტებორგის შეჯიბრებას, რომელიც მსოფლიოში უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილია. შეჯიბრებას ოფიციალურად ჰქვია ევროპის ღია ჩემპიონატი, პრეფიქსი ღია კი მხოლოდ იმის აღმნიშვნელია, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრება არ იმართება.  
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.