24 მაისს, ბორჯომში მდებარე სასტუმრო “ლიკანში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს კანონის პროექტი “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“. პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო განვითარებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა (USAID) და გაერთიანებული სამეფოს (UK Aid) სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.