Russian English
ახალი წამოწყება - მიეცი ჯარისკაცს მანქანით სიგნალი
ხუთშაბათი, 24 მაისი, 2018 - 13:55

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები აფასებენ მათ სამსახურს და მადლობას უხდიან“ - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი კახა ესებუა და ახალ ინიციატივას აანონსებს:     

„მეგობრებო ერთი თხოვნა მაქვს. როდესაც დაინახავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსპორტს ჩვენი ჯარისკაცებით, აუწიეთ მათ ხელი, თუ მართავთ მანქანას, მიეცით სიგნალი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები აფასებენ მათ სამსახურს და მადლობას უხდიან. მათ ეს დაიმსახურეს. იგივე ვრცელდება სხვა გასამხედროვებული ქვედანაყოფების მანქანებზეც. იმედია დავამკვიდრებთ ამ ტრადიციას. გთხოვთ გააზიაროთ თუ ეთანხმებით ან უბრალოდ გაზიარეთ“ .

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.