Russian English
როგორ ურჩევს საქმეს სუს-ის უფროსის მოადგილე კახა მიქაიას
ხუთშაბათი, 31 მაისი, 2018 - 14:32

„ქრონიკა+“-ის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა მიქაიას სატელეფონო ჩანაწერს ასაჯაროებს.

კილაძის შეფასებით, ქვეყანა სრულ სამართლებრივ კრახს განიცდის, რადგან კერძო პირები წყვეტენ მოწმე გახმაურებულ საქმეებზე ჩვენების მისაცემად გამოდგება თუ არა.

„მისცეს თუ არა მოწმემ ჩვენება და რა ბიზნეს დაულაგებენ მას სანაცვლოდ, წყდება უჩა მამაცაშვილის და იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით. საქმე ეხება კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა. ეს ვიდეომიმართვა კახა მიქაიას მეშვეობით მიაწოდეს, როგორც უჩა მამაცაშვილს, ასევე იოსებ გოგაშვილს და ამ სიტუაციაში მათ არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. კუდ-ის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ხელთ აქვს ჩანაწერები, რომელიც ინახება უკრაინაში და ის ამხელს გახმაურებულ დანაშაულებს, მათ შორის საუბარია გურამ შარაძის მკვლელობაზეც. ამ ორმა ადამიანმა ყოველგვარი პროკურატურის, სასამართლოსა და შინაგან  საქმეთა სამინისტროს გარეშე გადაწყვიტა, რომ მოწმე არ იყო ვარგისიანი და არ ღირდა მასთან კომუნიკაცია. მე ვფიქრობ, რომ დანაშაული გვაქვს სახეზე, ამ დანაშაულის წინააღდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, თანამდებობრივი გულგრილობის მოტივით, უნდა დაიკითხოს, როგორც იოსებ გოგაშვილი, ისე უჩა მამაცაშვილი, კახა მიქაია და ის პირი, რომელიც ამბობს, რომ გარკვეული ჩანაწერები აქვს, რომელიც შენახულია ქვეყნის გარეთ. იმიტომ , რომ ქვეყანას არ აქვს სამართლებრივი წესრიგი.  ჩანაწერში ისმის, როგორ ურჩევს საქმეს სუს-ის უფროსის მოადგილე კახა მიქაიას და პასუხს სთხოვს, რატომ გახმაურდა საერთოდ ეს ფაქტი.

ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ, დღევანდელმა დღემ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენ ვართ გასული სამართლებრივი სივრციდან და კერძო პირები, კახა მიქაია და უჩა მამაცაშვილი წყვეტენ ესა თუ ის მოწმე, ამა თუ იმ საქმეზე  ჩვენების მისაცემად გამოდგება  თუ არა. ვფიქრობ, მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს სხვაგვარად წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ სოსო გოგაშვილის დანაშული აქ მკაფიოდ იკვეთება“, - განმარტავს ელისო კილაძე.

 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.