Russian English
„მისტერ ქობულეთი 2018“ იესოს ხატით დააჯილდოვეს
ხუთშაბათი, 31 მაისი, 2018 - 16:28
ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამართული სილამაზის კონკურსი ორიგინალურობით გამოირჩეოდა – სააგენტო Best models-ის ორგანიზებით ჩატარებულ „მის და მისტერ ქობულეთი 2018“-ში 5-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, ისინი სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ პრიზებიდან ერთ-ერთი მაცხოვრის ხატი იყო. დაჯილდოების ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოს თუ დავაკვირდებით, პრიზიორი საჩუქრით გაკვირვებული ჩანს.
„ჩვენ სილამაზეს ვუწყობთ ხელს, რათა ეს ბავშვები განვითარდნენ და მსგავსი ფუფუნება მარტო დედაქალაქში არ იყოს“, – განაცხადა ორგანიზატორმა.
„ბედნიერი ვარ, რომ აჭარაში ამდენი ლამაზი ბავშვია, მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილები ჰყავდეთ ბედნიერი“, – განაცხადა ჟიურის წევრმა, გია ჯაჯანიძემ.
 
წყარო:
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.