Russian English
როგორ გადავიხადოთ პარკირების ჯარიმა?
სამშაბათი, 05 ივნისი, 2018 - 09:35

ორი თვეა თბილისში „სითი პარკი“ აღარ მუშაობს, მის ნაცვლად, დედაქალაქში პარკირების ზედამხედველობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია, კერძოდ კი თბილისის პარკინგი ახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ 5 ივნისიდან იცვლება პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემა. 
ახალი წესის მიხედვით, მომხმარებელმა ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. 

მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

  • კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;
  •  ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;
  • ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის  - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით. 

მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.