Russian English
როგორია შენი პოლიტიკური ხედვა? - პირველი ქართული სოციალურ-პოლიტიკური ტესტი
პარასკევი, 08 ივნისი, 2018 - 11:05

გსურს შეაფასო შენი ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ საგარეო ხედვები, თუმცა უცხოენოვანი პოლიტიკური ტესტები შენთვის მოუხერხებელია? 

მაშინ EGI Test - ქართულ რეალობაზე მორგებული პირველი სოციალურ-პოლიტიკური ტესტი სწორედ შენთვისაა.

სამოქალაქო ქმედების სკოლის ფარგლებში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პოლიტიკისა და ეკონომიკის ჯგუფმა  შექმნა პირველი ქართული სოციალურ-პოლიტიკური ტესტი, რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებულია ქართულ სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეზე, შეფასებების კრიტერიუმებითა და კითხვების შინაარსით ასახავს საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებსა და საშუალებას იძლევა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი.

პოლიტიკისა და ეკონომიკის ჯგუფის წევრებმა მაქსიმალურად შეარჩიეს ქართული რეალობისთვის რელევანტური და აქტუალური კითხვები და შესაბამისი პასუხები, რათა ტესტის შედეგად მიღებული რეზულტატი მიახლოებული იყოს ქართულ რეალობასთან.

მსგავსი ტესტები არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, შედეგები ნაკლებად ზუსტია და ქართულ რეალობას ხშირ შემთხვევაში არ ასახავს.

ავტორთა განცხადებით, ტესტის შედგენისას მაქსიმალურად იყო დაცული იდეოლოგიური და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

მათ შეარჩიეს ოთხი დამოუკიდებელი საბაზისო ფასეულობა - ეკონომიკა, საგარეო, სამოქალაქო და საზოგადოებრივი; თითოეულს დაყოფილია კიდევ ორ კომპონენტად.

ესენია:

თანასწორობა (ეკონომიკა)
რაც უფრო მაღალია თანასწორობის პარამეტრი, მით უფრო მეტად გჯერა, რომ ეკონომიკის მთავარი ამოცანა საზოგაოებრივი თანასწორობის მიღწევაა. როგორც წესი, შენ მხარს უჭერ პროგრესულ გადასახადს, დიდ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებსა და ზოგადად, სოციალიზმს.

ბაზარი (ეკონომიკა)
ბაზრის მხარდამჭერები, როგორც წესი, სახელმწიფოს სწრად განვითარებას უჭერენ მხარს. მათ სჯერათ, რომ სახელმწიფოში არსებული პრობლემების მოგვარება შეიძლება სწრაფი განვითარების შედეგად; როგორც წესი, ისინი მხარს უჭერენ დაბალ გადასახადებს, პრივატიზაციას, დერეგულაციას და ზოგადად, თავისუფალ კაპიტალიზმს.

პატრიოტი (საგარეო)
პატრიოტები, როოგრც წესი, პატრიოტულად და ნაციონალისტურად არიან განწყობილები. მათ სჯერად აგრესიული და პროაქტიური საგარეო პოლიტიკის, მხარს უჭერენ უსაფრთხოების, პოლიციის, ჯარის, სუვერენიტეტის პრინციპებს; საკუთარ სახელმწიფოს სხვებზე წინ აყენებს.

კოსმოპოლიტი (საგარეო)
კოსმოპოლიტები, როგორც წესი, არიან გლობალისტები და სჯერათ ლიბერალური საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, თანამშრომლობის, გაეროსა და მსოფლიო მთავრობის.

თავისუფლება (სამოქალაქო)
თავისუფლების მხარდამჭერებს, როგორც წესი, არ სჯერათ სახელმწიფოს აბსოლუტიზმისა და მხარს უჭერენ დემოკრატიას, ებრძვიან უკანონო მიყურადებასა და სახელმწიფოს ჩარევას პირად ცხოვრებაში.

წესრიგი (სამოქალაქო)
წესრიგის ქომაგებს სჯერათ სახელმწიფო ძალაუფლების. ისინი მხარს უჭერენ სახელმწიფოს ჩარევას პირად ცხოვრებაში, თვალთვალსა და მიყურადებას, ცენზურასა და იხრებიან ავტორიტარიზმისკენ.

ტრადიცია (საზოგადოებრივი)
ტრადიციების ქომაგები მხარს უჭერენ მკაცრ მორალურ კოდექსს. როგორც წესი, ტრადიციონალისტები რელიგიურები არიან და მხარს უჭერენ არსებული წესრიგისა და სტატუს კვოს შენარჩენებას.

პროგრესი (საზოგადოებრივი)
პროგრესის ქომაგებს სჯერათ სოციალური ცვლილებისა და რაციონალურობის. როგორც წესი, სეკულარისტი ან ათეისტი ადამიანები, ვინც კარგად ერკვევიან მეცნიერებაში დამხარს უჭერენ ტექნოლოგიურ განვითარებასა და ბუნების შესწავლას.

ტესტის გავლა  - https://egi.ge/poltest/

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.