Russian English
ქართველმა ქალმა, პირდაპირ ეთერში, ისლამი მიიღო (Video)
პარასკევი, 15 ივნისი, 2018 - 13:21
ქართველმა ქალმა, ნანა ახალაიამ თურქეთში ისლამი მიიღო. ცერემონია, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა, ერთ-ერთმა თურქულმა ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი ნების უფლება, მათ შორის რწმენის საკითხში, ნანა ახალაიას ქმედებამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
სოციალური ქსელების საშუალებით, მას ქართველმა ინტერნეტ მომხმარებლებმა მიმართეს, საქართველოში აღარ ჩამოვიდეს.
„ყველას აქვს არჩევანი, რასაც უნდა იწამებს, მაგრამ ამ ქალბატონმა ისიც კი არ იცის რას ამეორებინებენ. აზრზეა არაა რას ლოცულობს“, - წერს ერთ-ერთი ქალბატონი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.