Russian English
სასტუმრო "ბილტმორ თბილისის" საბალო დარბაზში გამოფენა-გაყიდვა/კონცერტი #ვატოსთვის გაიმართება
პარასკევი, 22 ივნისი, 2018 - 12:23

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეს, 26 წლის ვატო მაღრაძეს, დაუდგინდა მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია. ვატო გადის მკურნალობის კურსს გერმანიაში, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მისი მეგობრების უდიდესი ძალისხმევით ტარდება საქველმოქმედო კონცერტები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 

დღეს, 22 ივნისს კი ა(ა)იპ "ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის / Women's Support for Peace" ორგანიზებითა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის და სასტუმრო "ბილტმორ თბილისის" The Biltmore Hotel Tbilisi მხარდაჭერით, 20:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორ თბილისის" საბალო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი "ვატოსთვის".

„სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ ჩაერთო აქციაში და უსასყიდლოდ გადმოგვცა საბალო დარბაზი, სადაც გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „ვატოსთვის”.

გთხოვთ, მობრძანდეთ და დაუდგეთ გვერდში ვატოს მეგობრებს, რათა ერთობლივად შევძლოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი მევიოლინეს გადარჩენა! არ მივცეთ უფლება ლეიკემიას შეწყვიტოს ვატოს ვიოლინოს ხმა!
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად ჩაირიცხება ვატოს ანგარიშზე“, - აცხადებენ ორგანიზატორები და დახმარებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ნატა როინიშვილს უხდიან.

კონცერტში მონაწილეობენ: 
ახალგაზრდული სიმებიანი ორკესტრი - დირიჟორი: გიორგი აფრიამაშვილი
თბილისის გოგონათა გუნდი თბილისის გოგონათა გუნდი Tbilisi Women's Choir - დირიჟორი: ომარ ბურდული
Tango Academy / ტანგო აკადემია - კობა შონია & მარიამ ჭარხალაძე.
ახალგაზრდული კამერული ორკესტრის მიერ შესრულდება მსოფლიო კლასიკოსთა ნაწარმოებები. თბილისის გოგონათა გუნდი წარდგება განსხვავებული ჟანრის პოპულარული ნაწარმოებებით. კონცერტზე გაიმართება პრემიერა - თბილისის გოგონათა გუნდი და ტანგო აკადემიის მოცეკვავეები ერთობლივად შეასრულებენ ტანგოს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ამ ფორმატის ღონისძიება გაიმართება პირველად და ის იქნება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი.
მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართება ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების და ნახატების გამოფენა - გაყიდვა. 
ღონისძიების პარტნიორი - კომპანია „ძმები ასკანელი" Askaneli Brothers  გაუმასპინძლდება სტუმრებს ბრენდირებული საუკეთესო ღვინით და სხვადასხვა სახის სასმელით.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად ჩაირიცხება ვატოს ანგარიშზე. 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.