Russian English
რომელ ქართულ კომპანიას ანდობენ ყველაზე მსხვილ გეოდოზიურ პროექტებს
ხუთშაბათი, 28 ივნისი, 2018 - 15:22
მალე 30 წელი გახდება, რაც პროფესიონალებით დაკომპლექტებული  ცნობილი კომპანია „კირკიტაძე და კომპანია“ ქართულ საზოგადოებას ემსახურება. როსტომ კირკიტაძის ხელმძღვანელობით, არა ერთი საერთაშორისო დონის პროექტები განხორციელებულა.
ამ და სხვა თემებზე, Mediacity.ge „კირკიტაძე და კომპანიის“ დამფუძნებელს და ხელმძღვანელს - როსტომ კირკიტაძეს ესაუბრა. 
 
- ბატონო როსტომ, როდის დაარსდა თქვენი კომპანია?
- საწარმოო აეროგეოოდეზიის სპეციალისტები საბჭოთა კავშირის დროიდან მოდიან საქართველოში. თავდაპირველად, საბჭოთა კავშირის ანუ ოფიციალური მოსკოვის დაქვემდებარებაში ვიყავით, სადაც ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმს უდიდეს პატივს სცემდნენ. არც იყო გასაკვირი - ჩვენ კარგად გამოგდიოდა ეს საქმე, ზოგჯერ რუსებზე უკეთაც კი. ამ შენობაში, სადაც დღეს „კირკიტაძე და კომპანია“ არის განთავსებული, ბევრი საკავშირო მასშტაბის პროექტია განხორციელებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დიდხანს მომიწია ბრძოლა, იმისთვის, რომ აქაურობა არ გაეყიდათ. ამ შენობის ადგილას სასტუმროს გახსნა უნდოდათ. 90-იან წლებში 18 სამინისტროს ვებრძოდი და მაინც მივაღწიე, რომ ამ შენობაში ისევ ჩვენი საქმის სპეციალისტები დავრჩენილიყავით. მძიმე დრო იყო - მხედრიონი გვივარდებოდა, გვართმევდნენ, გვაწიოკებდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობდით. უკან ერთი წამითაც არ დაგვიხევია, ისე შევინარჩუნეთ ხუთივე სართული  და დღემდე მხოლოდ ჩვენი პროფესიის ხალხი ვმუშაობთ აქ. 
- ამჟამინდელი სახელწოდებით როდიდან მოღვაწეობს თქვენი კომპანია?
- ჩვენი ისტორია 1996 წლიდამ იწყება. დღეს-დღეობით ყველა თანამედროვე ტექნოლოგიები გვაქვს ათვისებული. საზღვარგარეთ ვაგზავნით თანამშრომლებს სასწავლებლად და ვაკეთებთ პროექტებს, გეოლოგიას, გეოდეზიას.. უცხოელებსაც ვემსახურებით. ამჟამად, მსოფლიო ბანკის პროექტებზე ვმუშაობთ ისე, წუნს ვერავინ დაუდებს. თავიდან უცხოელებს ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ განუვითარებლები ვართ, მაგრამ როცა ჩვენს გაკეთებულ საქმეს ნახულობენ, ხვდებიან, რომ საერთაშორისო სტანდარტებს არაფრით ჩამოვუვარდებით. საქართველოში ჰესების ასაშენებლად იტალიელები დაიქირავეს და ახლა იმ იტალიელებმაც საქმე ჩვენ დაგვიკვეთეს. 
- სირთულეებზეც მინდა გკითხოთ - ძირითადად, რა სახის პრობლემებს აწყდებით მუშაობისას?
- პრობლემა ძალიან ბევრია! 30 000 ლარს მარტო თვიურად ვიხდით, დღგ-ს და  საშემოსავლოს. ყველაფერი გართულებულია, ასევე ხშირად გვაღალატებენ უცხოელები. ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, ინკასოთი ვხსნიდით ფულს. თუ მე საქმე შევასრულე და ამისთვის კომპანია ფულს არ მიხდის, რაში გვჭირდება სასამართლო? თვითონ ბანკს შეუძლია, ანგარიში დაუყადაღოს კომპანიას და სანამ ვალდებულებას არ გაისტუმრებს, ვერ ისარგებლებს ანგარიშით და იძულებული იქნება, გადაიხადოს. დღეს კი ყოვლად გაურკვეველი მდგომარეობაა -  უნდა დაიქირავო ადვოკატი, იჩივლო და ა.შ. წლობით ხდება იმ საქმეები გარჩევა, რომლიც რომლის დასრულებასაც ორ დღე უნდა.
- ამ ეტაპზე, რა მდგომარეობაშია „გრინვაილდ ჯორჯიას“ მიერ შესყიდული ტერიტორია? 
-10 ჰექტარი გადათხრილია, არავინ აგებს პასუხს. აეროტოპორტში რეკლამები გამოკრულია არაბულ ენაზე, ჩვენი პროექტის მიხედვით, 70 000 კვადრატულ მეტრზე ავიღეთ ნებართვა, პარლამენტში დავდიოდი, ვამბობდი, ხალხი მშიერია, სოფელი დასაქმდება, მაგრამ ჩვენს მერე იქ ადილობრივი აღარავის დაუსაქმებია. ფულსაც ვუხდიდი და კარგი ურთიერთობაც გვქონდა. სახელმწიფო არ გვიდგას გვერდით, ეს ელემენტარულია. მე დოკუმენტების გარეშე არ ვმოქმედებ. ხელშეკრულება რომ არ მქონოდა გაფორმებული, ვერაფერს ვუზამდი საერთოდ, წერილებიც ნაწარმოები მქონდა. ახლა არაბები ამბობენ, ხელი რომ მოვაწერეთ, შეგვეშალაო. სასამართლო გვერდით რომ გვედგეს, პრობლემა არ გვექნებოდა, ხომ ვერ დავაყაჩაღებ ვინმეს, მთელი ცხოვრებაა სამართლებრივად ვცხოვრობ. მოსახლეობას გადაუთხარეს საძოვრები, შემოუღობეს და საძოვრებადაც ვეღარ იყენებენ იმ ადგილს. მთელი სოფელი დარჩა მოტყუებული. 9 ჰექტარი მიწა გაყიდეს უცხოელებზე, სასოფლოდან არასასოფლოზე გადაიყვანეს და დაიდო ბიზნეს გეგმა, რაც გულისხმობდა, რომ გარკვეულ დროში იქ უნდა შესრულებულიყო სამუშაო, ადგილობრივიც დასაქმებულიყო.. შევარდნაძის დროს უკეთესი წესრიგი იყო. გვამოწმებდნენ, ბიზნეს გეგმას თუ არ მივყვებოდით წაგვართმევდნენ. ამათ დაცვა უყენიათ , ფულს უხდიან და ობიექტი არის უმოქმედოდ.
უნდოდათ, დაემიჯნათ 300-300 კვადრატზე და ისევ ქართველებისთვის მიეყიდათ. ასე გაეკეთებინათ ფული. ბოლს კი აქამდე მივიდა საქმე..
- გარდა ამ ტიპის პრობლემებისა, ნებართვების გაცემის დროს, რა სიტუაციაა, უამრავი სახიფათო მშენებლობა მიმდინარეობს, როგორ იღებენ ამ  ნებართვებს და დასკვნებს?
- ჩვენ როცა ვიღებთ ობიექტს, ყველაფერს წესების მიხედვით ვაკეთებთ, მშენებლობამდე, მშენებლობის შემდეგ ჩვენ აღარ გვეხება. ხშირად უარს ვეუბნებით დასკვნაზე, მაგრამ ვერ შეაჩერებ, ვინმე ახლობელთან მივლენ, დაადებინებენ დასკვნას და ხედავ შენ რომ უარი თქვი, იმ ადგილას მაინც შენდება კორპუსი ან რამე სხვა. მოდიან და მეუბნებიან, 5 ხე მოვჭერი და წამიშალე რუკაზე.. არავინ მოსულა და უთქვამს , 5 ხე დავრგე და დამიმატეო. ბევრი საოცარი ფაქტი ხდება, თბილისში ხიდების ტენდერი ქუთაისელებმა მოიგეს,  მერე ისევ ჩვენ შეგვიკვეთეს. ტენდერებს იგებენ და არ ითვალისწინებენ, რომ ასე იაფად ვერ გააკეთებენ საქმეს. ამიტომაც არის, რომ ბევრს ვალებიც დაედო. ვერ ეტევიან ფასში და ანაზღაურებასაც ვერ იღებენ. გზებს 50 წლიანი გარანტია უნდა ჰქონდეს და თბილისში ყველა ახალი მთავრობა ახალ გზას აგებს, რატომ? საერთოდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა,  წყნეთი გაჩეხილია, კოჯორიც, ბაკურიანი ისეთ დღეშია თოვლიც აღარ მოდის. ქართულ პროდუქტს ვერ ნახავ საქართველოში ყველაფერი შემოტანილია. ჯერჯერობით მე საიმედოს ვერაფერს ვხედავ...
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.